“ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა”

2004 წელს,ტროპიკულ-კუნძულოვან ქვეყანაში ინდოეთის სუბკონტინენტზე – შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში,ცუნამის შედეგად გამოწვეულმა სარკინიზო კატასტროფამ სრულიად შეძრა კაცობრიობა.აღნიშნული კატასტროფა დღემდე მიიჩნევა სარკინიზო კატასტროფებს შორის,ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშინელებად,რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი შეეწირა,რაც კი ოდესმე შეწირვია სარკინიგზო ავარიებს.2004 წლის 26 დეკემბერს,სამგზავრო მატარებელი კოლომბოდან 6:55 წუთზე გავიდა.ბილეთიანი მგზავრების რაოდენობა 1500 ადამიანს შეადგენდა,ხოლო უბილეთო მგზავრების რაოდენობის ზუსტი ციფრი დღემდე არ არის დადგენილი. (ავტორი გენია.ჯი) სარკინიზო ხაზი,რომელიც შრი-ლანკაში,ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე გადიოდა,დილის 9:30 წუთზე თავს დაატყდა უზარმაზარი ცუნამი,რომელიც საშინელი მიწისძვრის შედეგად იყო გამოწვეული.პირველი ტალღის დარტყმის შემდეგ სამგზავრო მატარებელმა მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.წყალი კი ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა და ადგილობრივი მოსახლეობა,რომელთაც მატარებლის სახურავი ერთადერთ თავის გადარჩენის საშუალებად მიიჩნიეს,ფაქტიურად ხალხისაგან გადაივსო.მეორე ტალღა ცუნამისა,კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.8 ვაგონი,რომელშიც ხალხის მასამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია,შეუძლებელი შეიქნა კარებების გაღება.წყალი კი სულ უფრო და უფრო ზემოთ იწევდა,რამაც ვაგონებში გამომწყვდეული მგზავრების დახრჩობა გამოიწვია.შემდეგმა ტალღებმა,რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 7,5 მეტრსა და 9 მეტრს შეადგენდა მატარებელი რელსებიდან მოწყვიტა.შესაბამისად სრულიად დაიფარა წყლით ყველა ვაგონი. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში,კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფებს შორის,ყველაზე საშინელი სწორედ შრი-ლანკაზე,ცუნამის შედეგად განადგურებულმა სამგზავრო მატარებელმა მოიტანა.სულ ოფიციალური მონაცემების მიხედვით მატარებელში 1700 ადამიანი გარდაიცვალა,რომელთა დიდი ნაწილის პოვნა ვერ მოხერხდა.შრი-ლანკის ტრაგედია ტელვატაში (სადაც ეს საშინელება დატრიალდა),დღემდე ყველაზე დიდ სარკინიგზო კატასტროფადაა მიჩნეული,რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.