გაიუს ცილინიუს მეცენატი

გაიუს ცილინიუს მეცენატი - დაიბადა,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 70 წელს.იგი წარმოადგენდა ძველრომაელ სახელმწიფო მოხელეს,ხელოვნების განსაკუთრებულ მოყვარულსა და ხელოვანების დიდ მფარველს.იგი პირადი მეგობარი გახლდათ რომის იმპერატორის – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსისა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მეცენატი ერთგვარი კულტურის მინისტრი იყო ავგუსტუსის საიმპერატორო კარზე.მეცენატი დიდი მოყვარული გახლდათ ხელოვნების,ხელოვანების,პოეტების და მათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამცველსაც წარმოადგენდა,სწორედ აქედან წარმოსდგა,მსოფლიოში გავრცელებული სახელი “მეცენატი”,რომელიც ყველა ადამიანში ერთგვარად იწვევს დადებით ემოციას. (ავტორი გენია.ჯი) წარმომავლობით მეცენატი ეტრუსკების გვარის ცილინიუსების წარმომადგენელი იყო.იგი ღრმად იყო დარწმუნებული,რომ რომში მონარქიული მმართველობა უნდა ყოფილიყო დომინანტი.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუს “იდეალურ” მმართველად მიიჩნევდა და სამოქალაქო ომის დროს მის უმნიშვნელოვანეს დავალებებსაც (ელჩობასაც) ასრულებდა.სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ რომში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა,რომ არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა,ის მაინც სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული.თუმცა ცნობილია ის,რომ მეცენატი მარკუს ვიპსანიუს აგრიპასთან ერთად,გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის ყველაზე დიდი მეგობარი იყო და სწორედ ეს ორი ადამიანი წარმართავდა საიმპერატორო კარზე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს.მას შეეძლო არ დათანხმებოდა ავგუსტუს და შესპასუხებოდა კიდეც.ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ მეცენატმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა მაშინ,როდესაც ავგუსტუსს ესა თუ ის ბრალდებული სიკვდილით უნდა დაესაჯა.მეცენატმა მრავალჯერ ააღებინა იმპერატორს ხელი ადამიანების სიკვდილით დასჯისაგან.ხელოვნებისადმი და ხელოვანებისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარული,საშუალებას აძლევდა მათ მეცენატი თავიანთ მფარველად მიეღოთ.უდიდეს ძველრომაელ გენიალურ პოეტს პუბლიუს ვირჯილიუს მარონსაც არაერთხელ გაუწია დახმარება,ისევე როგორც სხვა უამრავ ხელოვანს.აღნიშნული ფაქტი კი ვირჯილიუსმა თავის უკვდავ პოეტურ ნაწარმოებში “გეორგიკაში” მოიხსენია. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ უდიდეს ძველრომაელ პოეტს – ჰორაციუსს,საკუთარი მამულიც კი აჩუქა საბინუმში.მეცენატი განსაკუთრებით მოხიბლული გახლდათ ეპიკურეს ფილოსოფიური ხედვებით.გაიუს ცილინიუს მეცენატი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 8 წელს.მისი სახელი კი როგორც უდიდესი მფარველისა და ხელშემწყობისა ხელოვანებისადმი,დღესაც ფართოდ გამოიყენება საზოგადოებაში.