ჩარლზ კანინგემ ბოიკოტი
ჩარლზ კანინგემ ბოიკოტი - დაიბადა 1832 წლის 12 მარტს ინგლისის საგრაფო ნორფოლკში.იგი წარმოადგენდა ბრიტანელ კაპიტანს,რომლის სახელთან არის დაკავშირებული,ერთგვარი საპროტესტო სიტყვის “ბოიკოტის” წარმომავლობა.ირლანდიაში ჩარლზ ბოიკოტი ლორდ ერნთან,მენეჯერად მუშაობდა მეიოს საგრაფოში,სადაც ლორდი დიდ მამულებს ფლობდა.1880 წელს “ირლანდიის მიწის ლიგამ”,გამოთქვა პროტესტი მიწების იჯარის სამართლიანად გადახდისათვის და აქვე მოითხოვა უფლება მიწების თავისუფლად შესყიდვისა და მათზე მოსახლეობის კანონიერი უფლებების აღდგენაზე.აღნიშნულიდან გამომდინარე ირლანდიის ზემოთ აღნიშნული რეგიონის მოსახლეობამ უარი განაცხადა ლორდ ერნის მიწების დამუშავებაზე. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ დროს ჩაერთო აქტიურად ჩარლზ კანინგემ ბოიკოტი,მოსახლეობის მიმართ გამოთქმული პროტესტის წინააღმდეგ,რამაც მის მიმართ მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.შესაბამისად “ირლანდიის მიწის ლიგამ” დაიწყო კამპანია ჩარლზ ბოიკოტის იზოლაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში.კერძოდ,ჩარლზ ბოიკოტის მეზობლებმა უარი განაცხადეს ელემენტალურად მასთან ყოველგვარ კონტაქტზე (დალაპარაკებაზეც კი),გარდა ამისა ადგილობრივი მაღაზიების მფლობელები უარს აცხადებდნენ მის მომსახურეობაზე,ხოლო ეკლესიებსი მის გვერდით არც ერთი ადგილობრივი მოსახლე არ ჯდებოდა.ჩარლზ ბოიკოტის წინააღმდეგ მიმართულმა საოცარმა საპროტესტო კამპანიამ,უდიდესი ყურადღება მიიპყრო ბრიტანული პრესის.ჟურნალისტები და კორესპოდენტები სპეციალური მივლინებებით მიემგზავრებოდნენ ირლანდიის დასავლეთით,რათა საკუთარი თვალით ენახათ,ამ საოცარი პროტესტის მიზეზები და შედეგები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო ხელისუფლება,რომელიც ცდილობდა მოსახლეობის პროტესტის შეჩერებას.ამ მიზნით რეგიონში შეყვანილ იქნა საარმიო პოლკი,ხოლო 1000 ირლანდიელი პოლიციელი სადღეღამისოდ იცავდა 50 წევრს “ნარინჯისფერი კავშირისა” (ყველაზე დიდი მიწათმფლობელები ირლანდიაში) კავანის საგრაფოში.საბოლოო ჯამში ინგლისელი ჩარლზ კანინგემ ბოიკოტი,იძულებული გახდა ირლანდია დაეტოვებინა. (ავტორი გენია.ჯი) მისი სახელი “ბოიკოტი” კი ერთგვარ პროტესტის სინონიმად იქცა მრავალი ერის ენაზე.ჩარლზ კანინგემ ბოიკოტი გარდაიცვალა 1897 წლის 19 ივნისს საფოლკის საგრაფოში (ინგლისი).1947 წელს მის შესახებ გადარებულ იქნა მხატვრული ფილმი “კაპიტანი ბოიკოტი”,სადაც მთავარი როლი დიდმა ინგლისელმა მსახიობმა სესილ პარკერმა ითამაშა.”ბოიკოტირება” კი შემდგომ წლებში ჩამოყალიბდა სტანდარტულ სამშვიდობო პროტესტის ფორმად,რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აქტიურად იყენებენ.