ეველინ დე მორგანი

ეველინ დე მორგანი - დაიბადა 1855 წლის 30 აგვისტოს.იგი წარმოადგენდა დიდებულ ინგლისელ მხატვარ ქალს და შესანიშნავ “პრერაფალეისტ” ხელოვანს.წარმომავლობით ეველინი საშუალო კლასის ოჯახიდან გახლდათ და მისი დაბადების გვარი პიკერინგი იყო.1873 წელს ჩააბარა “სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში”,აქვე აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ამ სკოლაში 15 წლის ასაკში ჩაირიცხა და ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტადაც იქცა სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლისა. (ავტორი გენია.ჯი) სწავლის დასრულების შემდგომ გაემგზავრა სამხატვრო სკოლის,ერთ-ერთ უდიდეს “მეგაპოლისში” – ფლორენციაში.ამ ქალაქში მას საკუთარი ბიძა – ჯონ სპენსერ სთენჰოუპი ელოდა,რომელიც თავის მხრივ თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ “პრერაფაელისტური” სახვითი ხელოვნებისა.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მისი აქტიურობა სახვით ხელოვნებაში კიდევ უფრო გაიზარდა და მან შექმნა ისეთი შედევრი სურათები,როგორებიცაა – “კასანდრა”,”წითელი ჯვარი”,”ფლორა” და სხვა დიდებული ტილოები.მის უმთავრეს მოტივად მიჩნეული იყო მითოლოგიური და ლიტერატურული სიუჟეტები. (ავტორი გენია.ჯი) 1887 წელს იგი ცოლად მიყვება,გამოჩენილ ინგლისელ მხატვარსა და კერამიკოსს – უილიამ დე მორგანს,რომელთან ერთადაც 1917 წლამდე,მეუღლის გარდაცვალებამდე იცხოვრა და სწორედ მეუღლის გვარით უფრო ცნობილია იგი,ვიდრე საკუთარი გვარით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეველინის ნამუშევრები დღემდე ამშვენებენ მსოფლიოს ისეთ ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებს,როგორებიცაა – ლონდონის ეროვნული გალერეა და სხვები.ეველინ დე მორგანი გარდაიცვალა 1919 წლის 2 მაისს,ინგლისის დედაქალაქ ლონდონში და დაკრძალულ იქნა ბრუკვუდის სასაფლაოზე.

 ეველინ დე მორგანის შემოქმედება: