“შარფის” ისტორიიდან…

“შარფი” - წარმოადგენს გრძელ ნაჭერს ქსოვილისა,რომელიც გამოიყენება,როგორც უტილიტარული,ასევე ესთეტიური და რელიგიური მიზნებისათვის.პირველი ცნობები “შარფის” მასიური გამოყენებისა,სათავეს 2000 წლის წინანდელ ჩინეთში იღებს.1974 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მონუმენტალური სამარხი,რომელიც განეკუთვნებოდა ცინის სამეფოს ცნობილი მმართველის – ცინ შიხუანდის ეპოქას.აღმოჩენილი 7500 მებრძოლის ქანდაკებიდან (ტერაკოტის არმია),ყველას კისერზე გამოკვეთილი იყო შარფი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილი ხდება შარფით ჩინელი მეომრები პრაქტიკულ ღონისძიებებს ატარებდნენ,სახის დაცვისათვის სიცივისა და ქარისაგან.გარდა ამისა,შემდგომ საუკუნეებში შარფმა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა მიიღო და იგი ერთგვარად გამოსახავდა ამა თუ იმ ადამიანის სოციალურ სტატუსს.ძველი ეგვიპტის ლეგენდარული დედოფალი ნეფერტიტი ყოველთვის თან ატარებდა აბრეშუმის შარფს,რაც ერთგვარად გამოსახავდა მის მაღალ სტატუს.რომის იმპერიაში შარფს,არა მარტო კისერზე ,არამედ წელზეც ატარებდნენ და როგორც ცნობილია,რომაელი მებრძოლები ყოველი ვარჯიშის შემდგომ სწორედ შარფით იწმენდნენ ხელებსა და სახეს.აბრეშუმის შარფი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ აქსესუარადაა მიჩნეული,სხვა შარფებს შორის.აღნიშნული სახეობის შარფს ხშირად ატარებდა საფრანგეთის ლეგენდარული იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი.განსაკუთრებით მას ინდური აბრეშუმის შარფი იზიდავდა.ასევე ცნობილია ისიც,რომ გენიალური გერმანელი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი,შარფის გარეშე იშვიათად გადიოდა ქუჩაში და იგი მისი ტანისამოსის უმთავრეს აქსესუარსაც წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის მეფე-მზედ წოდებულმა ლუი XIV-მ სასახლის კარზე სრულიად ახალი თანამდებობა შემოიღო.კერძოდ,ახალი თანამდებობის პირი გახლდათ ადამიანი,რომლის ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული საფრანგეთის სამეფო კარის ყველა აბრეშუმის შარფის მოვლა-პატრონობა.მე-XVIII საუკუნეში შარფი საკმაოდ მოდურ აქსესუარად იქცა და მისი პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა,რაც დღევანდელ დღემდე მომდინარეობს.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ თანამედროვე სამყაროში “შარფი” მრავალი ადამიანის გარდერობის უმთავრეს პოსტულატსაც წარმოადგენს და მას თანაბრად იყენებენ,როგორც მამაკაცები,ასევე მანდილოსნები.