ფრანსისკო ფრანკოს შესახებ…

გენერალსიმუსი ფრანსისკო ფრანკო იყო ერთ-ერთი იმ ოთხ დიქტატორთაგან,რომლებმაც მეოცე საუკუნეში ევროპას იერი შეუცვალეს.მას თითქოს აკლდა ბოროტი გენია ჰიტლერისა,კომიკური ქარიზმა მუსოლინისა და სასტიკი პარანოია სტალინისა,მაგრამ მან შეძლო,შეენარჩუნებინა აბსოლუტური ხელისუფლება 1939 წელს სამოქალაქო ომში გამარჯვების დროიდან,ვიდრე თავის გარდაცვალებამდე 1975 წელს.ფრანსისკო ფრანკო ამაყად ყელყელაობდა საერთაშორისო თეატრის სცენაზე მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მონაკვეთის განმავლობაში: ის ესწრებოდა ჯორჯ V-ის დაკრძალვას,ეძმაკაცებოდა ადოლფ ჰიტლერსა და ბენიტო მუსოლინის, (ავტორი გენია.ჯი) უპირისპირდებოდა უინსტონ ჩერჩილს,რუზველტსა და ტრუმენს,მას ელოლიავებოდნენ ეიზენჰაუერი,ნიქსონი და კისინჯერი.მაგრამ დღესაც,ყველა ევროპელ დიქტატორთაგან,ფრანკო რჩება ყველაზე ორაზროვან და ამოუცნობ ფიგურად.იგი წერდა:

“მე არასოდეს მქონია მისწრაფება ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა.ადრეული სიჭაბუკიდანვე დამეკისრა ისეთი ტვირთი პასუხისმგებლობისა,ჩემს ასაკსა და მდგომარეობას ბევრად რომ აღემატებოდა.მსურდა მეცხოვრა ისე,როგორც ცხოვრობს მილიონობით ჩვეულებრივი ესპანელი,მაგრამ სამშობლოს მსახურება მართმევდა ჩემი სიცოცხლის ყოველ საათსა და ყოველ წუთს”.

 
“წეროთ ჩემზე,როგორც დიქტატორზე,უბრალოდ სისულელეა. (ავტორი გენია.ჯი) ჩემს ქმედებებში მე ხელგახსნილი როდი ვარ,როგორც ეს საზღვარგარეთ ჰგონიათ.ჩვენი მართლმსაჯულება არ შეიძლება არ იყოს აწონ-დაწონილი და კეთილშობილური.მისი დიდსულოვნება და უანგარობა ეფუძნება მარტოოდენ სამშობლოს უზენაეს ინტერესებს”.
 
“რა მშვენიერია,იყო ესპანელი… უფალს ესპანეთი ხომ ყველა ქვეყანაზე მეტად უყვარს”.
 
როდესაც ფრანსისკო ფრანკო კვდებოდა,მისი მრავალჯერ გამეორებული სიტყვები გახლდათ: “როგორ მიჭირს სიკვდილი”.
ფრანსისკოს დაკრძალვას მსოფლიოს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფოს,ჩილეს მეთაური – აუგუსტო პინოჩეტი დაესწრო,რომელიც თავის მხრივ მას მმართველობის სტილით ძალიან ჩამოჰგავდა. (ავტორი გენია.ჯი)