კოსაკუ ჰამადა

კოსაკუ ჰამადა დაიბადა 1881 წლის 22 თებერვალს,იაპონიის ქალაქ კისიგავაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ იაპონელ არქეოლოგსა და დიდ ისტორიკოსს.საშუალო განათლება კიოტოში მიიღო,რის შემდეგაც ჩაირიცხა ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტში,”ევროპული ისტორიის” სპეციალიზირებით.მისი სადიპლომო ნაშრომი დაკავშირებული იყო ძველი საბერძნეთისა და აღმოსავლური ქვეყნების  კულტურაზე. (ავტორი გენია.ჯი) უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ,პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს უმაღლეს სკოლაში (ვასედას უნივერსიტეტი).1909 წელს ჰამადა სამუშაოდ კიოტოს საიმპერატორო უნივერსიტეტში გადადის.1911 წელს მიემგზავრება ჩინეთში,სადაც გამოიკვლია და შეისწავლა უძველესი ბუდისტური ხელნაწერები,რომლებიც აღმოჩენილ იქნა დუნჰუანის კლდოვან ტაძრებში.მანვე მონაწილეობა მიიღო,ჩინეთის საპორტო ქალაქის ლიუიშუნკოუს მახლობლად მიმდინარე,ხანის ეპოქის არქეოლოგიურ გათხრებში.1913 წელს მინეიჭა პროფესორ-ასისტენტის ხარისხი.მოგვიანებით 3 წლის მანძილზე იმოგზაურა ევროპაში: დიდ ბრიტანეთში,იტალიასა და საბერძნეთში.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მიენიჭა კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი.1930-1932 წლებშიამავე უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი იყო,ხოლო 1937 წელს ხდება კიოტოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი. (ავტორი გენია.ჯი) მანადე კი 1931 წელს,კოსაკუ ჰამადა არჩეულ იქნა იაპონიის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად.იგი ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს სამხრეთ მანჯურიის ტერიტორიაზე,იაპონიის სხვადასხვა რეგიონებსა და ჩინეთში.მისი ღვაწლი ისტორიის შესწავლასა და არქეოლოგიური გათხრების ჩატარებაში განუზომლად დიდია.კოსაკუ ჰამადა გარდაიცვალა 1938 წლის 25 ივლისს,იაპონიის ქალაქ კიოტოში.მისი სახელი კი სამუდამოდ დამკვიდრდა,როგორც პირველი იაპონელი არქეოლოგისა.