“თეთრი სახლის” ბინადარი ცხოველები”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 27-ე პრეზიდენტს 1909-1913 წლებში – უილიამ ჰოვარდ ტაფტს (1857-1930 წლები),საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა.სანამ უილიამი საპრეზიდენტო პოსტზე წარადგენდა თავის კანდიდატურას და გაიმარჯვებდა,მანამდე ოჯახის ერთ-ერთ მარჩენალს წარმოადგენდა ძროხა,სახელად – მული ვული.როდესაც უილიამი ოჯახთან ერთად “თეთრს სახლში” გადავიდა საცხოვრებლად,ოჯახმა მული ვული,ვისკონსინის შტატის ერთ-ერთ ფერმას მიაბარა.მოგვიანებით ვისკონსინის შტატის სენატორმა ისააკ სტივენსონმა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტს საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მიართვა “თეთრ სახლში”.საჩუქარს კი წარმოადგენდა ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა,რომელსაც შემდგომში პრეზიდენტმა – პოლინ უეინი უწოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უილიამ იმდენად შეუყვარდა იგი,რომ თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე “თეთრ სახლში” ჰყავდა დაბინავებული. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდის მანძილზე კი იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა თეთრი სახლის მიმდებარე ბაღში და უილიამის ოჯახს რძითაც ამარაგებდა.უილიამ ჰოვარდ ტაფტის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომ,უკვე “სახელოვანი” ჰოლშტეინის ძროხა,სახელად პოლინ უეინი,რომელიც მთელ ამერიკაში ცნობილ ცხოველად იქცა,გადაყვანილ იქნა უკანვე,ვისკონსისნის შტატის იმ ფერმაში,საიდანაც წამოიყვანა პირადად პრეზიდენტისათვის ისააკ სტივენსონმა.
უილიამ ჰოვარდ ტაფტი
“ჰოლშტეინის” ჯიშის ძროხა
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-6 პრეზიდენტს 1825-1829 წლებში – ჯონ კუინსი ადამსს (1767-1848 წლები),ერთ-ერთმა გამორჩეულმა (ეროვნებით ფრანგმა) მეგობარმა – მარკიზ დე ლა ფაიეტმა,რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის არმიის გენერალი იყო “თეთრ სახლში” ვიზიტისას,პრეზიდენტს “დაუვიწყარი” საჩუქარი გადასცა.საჩუქარს კი რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს წარმოადგენდა – ალიგატორი,რომელიც მოშინაურებული გახლდათ.მოგვიანებით ადამსი აღიარებდა,რომ მეგობარმა მას მართლაც საოსარი საჩუქარი გადასცა და ძალიან შეუყვარდა კიდეც იგი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ალიგატორი დაბინავებული გახლდათ “თეთრი სახლის” ერთ-ერთ სააბაზანოში.იყო შემთხვევები,როდესაც ადამსს ახლობლები ეწვეოდენ ხოლმე და სთხოვდნენ მისთვის სააბაზანო ეჩვენებინა,რაზეც ადამსი მათ იმ სააბაზანოს გზას მიასწავლიდა სადაც ალიგატორი იყო დაბინავებული.სტუმარი როდესაც სააბაზანოს კარს შეაღებდა შიშისაგან ელდა ნაცემი,უკანვე პანიკაში ჩავარდნილი ბრუნდებოდა.ამაზე კი არა ერთხელ გულინად უცინია და უხალისია ჯონ კუინსი ადამსს.
ჯონ კუინსი ადამსი