ანტონ II მრავალვნებული – “ეპიზოდი”

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,ქართლ-კახეთის დიდებული მეფის ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი მეორე ქორწინებიდან -ანტონ II (1764-1827 წლები),რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2011 წლის 11 ივლისს წმინდანად შერაცხა “მრავალვნებული ანტონ II”-ის სახელით,შინა პოლიტიკური  მდგომარეობის გამო,იძულებული გახდა საკათალიკოსო ტახტი დაეტოვებინა,თუმცა ფეხს ითრევდა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ რუსი მოხელეების ძალდატანებამ და მის მიმართ წაყენებულმა ყალბმა ბრალდებებმა იგი რუსეთში იძულებით გადახიზნა.1810 წლის 3 ნოემბერს ანტონ II თბილისიდან გავიდა,სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უკანასკნელად წირა,პარაკლისიც გადაიხადა და ცრემლმორეული სამუდამოდ გამოეთხოვა თავის ქვეყანას და საწმყოს. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად ანტონი საკუთარი სამშობლოდან გაძევებული და პატივაყრილი გაემგზავრა.მისი მომავალი კი რუსი ჩინოვნიკების ნებასურვილზე იყო დამოკიდებული,რომლებიც ქედმაღლურად და დამამცირებლად ექცეოდნენ ქართველი ერის აწ უკვე ყოფილ სულიერ მოძღვარს.ანტონმა რუსეთში საკმაოდ დიდხანს იცხოვრა.მრავალი პრობლემების გარემოცვაში,მას ჩრდილოეთის ნესტიანი კლიმატის გამო ჯანმრთელობა თანდათან გაუუარესდა.ასაკის მატებასთან ერთად სამშობლოსადმი ნოსტალგია უფრო და უფრო ეძალებოდა.მის უმთავრეს მიზნად სამშობლოში დაბრუნება და თავისი ბედუკუღმართი დღეების მისსავე ქვეყანაში გატარება დაისახა.1822 წლის 28 მარტს,ანტონ II-მ ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინის მეშვეობით რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I-ს წერდა:

“ახლა ვიმყოფები რა მოხუცებულობის ასაკში,ძალიან გამიძლიერდა აქაური კლიმატით გამოწვეული ჩემი ავადმყოფობა,რამაც შეიძლება უდროოდ შემიმოკლოს სიცოცხლე.გთხოვთ,კეთილი ინებოთ ღვთით კურთხეულო ხელმწიფევ,განკარგულება გასცეთ ჩემი საქართველოში გაგზავნისა,ერთადერთი ადგილის,რომლის კლიმატი ჩემი ჯანმრთელობისატვის საზიანო არ არის.სიბერე და ავადმყოფობა არის ერთადერთი მიზეზი,რომ არავითარი სამსახურის ძალა აღარ მაქვს.ამიტომ ვხედავ,მივმართო თქვენი უდიდებულესობის მოწყალებას,გთხოვოთ საქართველოს კლიმატით სარგებლობის უფლება”.
 
P.P. ანტონს პასუხის მისაღებად დიდხანს მოუწია ლოდინი.საბოლოოდ კი იგი რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში აღესრულა 1827 წლის 21 დეკემბერს,ისე,რომ საქართველოს კლიმატით სარგებლობის ბედნიერება არ ღირსებია.