ელგუჯა ამაშუკელის გამოსათხოვარი სიტყვა ნოდარ დუმბაძესადმი…
“არიან ადამიანები,რომელთა გარდაცვალება სიკვდილს არ ნიშნავს.
ნოდარ დუმბაძემ სიცოცხლეშივე დაამარცხა სიკვდილი.დაამარცხა არა ერთხელ და ორჯერ და სიცოცხლეშივე ეზიარა უკვდავებას.
იუმორი ნიჭთა შორის უდიდესი ნიჭია ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ,ბევრჯერ რომ დაგაფიქრებს კაცის სიცოცხლის რაობაზე და სხეულის სიმძიმეს რომ შეგიმსუბუქებს.
ნოდარის მთელი ცხოვრება და შემოქმედება – ეს იყო ნათელი იუმორით შეფერილი აზრის,ვნების,ფიქრის,სიტყვის,მოქმედების ჰარმონიული მთლიანობა,რომელიც ადამიანის სიხარულისა და ბედნიერებისაკენ იყო მიმართული.სიკეთე,სიყვარული იყო მისი სიცოცხლის დევიზი და შესაშურად ფლობდა კიდეც ამ ნიჭს.
რამდენ საშვილიშვილო საქმეს აუღია სათავე მის პიროვნებაში ერის საკეთილდღეოდ და განხორციელებულა კიდეც.რამდენი ადამიანისათვის დაუბრუნებია მას რწმენა იმისა,რომ “ბოროტებას არსი არა აქვს,რომ იგი კეთილის შემთხვევითობაა”, და პირადი მაგალითით,სიტყვით თუ საქმით,დაუდასტურებია კიდეც ეს ჭეშმარიტება.
მან იმაზე მეტი გაიღო,ვიდრე ერთ სიცოცხლეში ძალუძს ადამიანს…
იქნებ ამიტომაც იჩქარა მისმა გულმა”… (ავტორი გენია.ჯი)