ტორგულ ფარმან ოღლი ნარიმანბეკოვი – “სიცოცხლის სახელით”
“სიცოცხლის სახელით” - წარმოადგენს მკაცრი და პირქუში სიუჟეტის მქონე,ომის საწინააღმდეგო დიდებულ სურათს,ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის - ტორგულ ფარმან ოღლი ნარიმანბეკოვისა (1930-2013 წლები).ავტორის მიერ იგი დახატულ იქნა 1963-1965 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავით. სურათის სიმაღლე,ისევე როგორც სიგანე 200 სანტიმეტრია.სურათზე გამოსახულნი არიან ფაშიზმის მსხვერპლი,კონცლაგერის ტყვეები,რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად,ხელითა და სხეულით გლეჯენ ეკლიან მავთულებს,რათა სამშვიდობოს გაიყვანონ პატარა ბავშვი,რაც სიმბოლურად სიცოხლის გაგრძელების მანიშნებელია. (ავტორი გენია.ჯი) ტილო ფართო საზოგადოებისათვის პირველად 1965 წელს იქნა წარდგენილი ბაქოში და იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა.ზოგიერთმა კრიტიკოსმა კი მას რომანტიკის რევოლუციური პათოსიც კი უწოდა.დღესდღეობით ტილო – “სიცოცხლის სახელით”,დაცულია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებელში,რადგან იგი ერთგვარად გამოსახავს რექვიემს ფაშისტური რეჟიმის მსხვერლისა. (ავტორი გენია.ჯი)