მაო ძედუნი – “უწესრიგობის ხელმწიფე”
მაო ძედუნის ცხოვრების პირველი ეტაპი არაფრით არ არის გამორჩეული. განათლებას ის ეპიზოდურად იღებდა, ნიჭიერებით კი სულაც არ ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა ულევი ენერგია და საოცარი თავდაჯერებულობა და სწორედ ამ თვისებების გამო ის იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად.(ავტორი გენია.ჯი) ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთის მრისხანე მმართველებს შორის მაო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და უცნაური იყო. ამ მმართველების საქმეები არც ბრძნული იყო და არც კეთილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ ნებისმიერი სახის კრიტიკის ჩახშობას და ამისთვის როგორც საკუთარი პიროვნების, ასევე გარემოცვისა და ჯარის სიძლიერეს იყენებდნენ. მაოს შესაძლოა, სულაც არ სჭირდებოდა იმის გაკეთება, რაც გააკეთა. ის მხოლოდ თავად არის დამნაშავე იმაში, რომ სოციალური და ეკონომიკური ცვლილების მისეული ხედვა ძალადობასა და შიშში გადაიზარდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი რიტორიკისა და სიჯიუტის ბრალია, რომ ჩინეთში ასობით ათასი ადამიანის მობილიზაცია მოხდა და ეს უკანასკნელნი, შესაძლოა ახერხებდნენ უარყოფითი ენერგიის დაოკებას.
ისინი, ვინც მაოს სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა, მის ხსოვნა წყევლიან; ისინი კი, ვინც მისი პოლიტიკურ წყალობით სარგებელი მიიღო, ზოგჯერ ახლაც იხრიან ქედს მის წინაშე ან მოკძალებული შიშით იხსენებენ მის უსაზღვრო სიძლიერეს. საბოლოო ჯამში, მაო მხოლოდ ფიზიკურმა დაუძლურებამ და ავადმყოფობამ დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ არჩეული პოლიტიკა სავსე იყო არათანმიმდევრული ქმედებებით და, როგორც თავად აღნიშნავდა, „წინააღმდეგობებით”. მაოს ფანტაზია უსაზღვრო იყო და ამას ისტორიკოსები სულ სხვა სიბრტყეში გადაჰყავს – იქ, სადაც კვლევის ყველაზე კარგად გამოცდილი საშუალებებიც კი ვერ იძლევა სრული სურათის წარმოჩინების საშუალებას. მაო თავს, ყველაზე შინაურულად იმ გარემოებებში გრძნობდა, სადაც მის წინაშე არა წესრიგი, არამედ ანარქია სუფევდა. მაო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ევროპაში დაწესებული ტერმინის „უწესრიგობის ხელმწიფის” როლის შემსრულებელი იყო.
მაოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ძველი ჩინელი ფილოსოფოსების ნააზრევის დასავლური სოციალისტური იდეების ელემენტებთან შეერთება იყო. მან იგი ისე გადააქცია უწესრიგობის შეზღუდული კონცეფციის ხანგრძლივი ამბოხების თავგადასავლად. მას მიაჩნდა, რომ ისინი მასზე უკეთესები არ იყვნენ და საზოგადოება მათგან სამუდამოდ უნდა განთავისუფლებულიყო. ის ასევე თვლიდა, რომ ჩვეული წესრიგი აღარასოდეს არ უნდა აღმდგარიყო. (ავტორი გენია.ჯი) არასდროს არ უნდა მოსულიყო შობის დღესასწაულის ბოლო, მეთორმეტე დღე. მაო თვლიდა, რომ ადამიანების უმეტესობას სუსტი ნებისყოფა ჰქონდა და მათ არც ცვლილებებით გამოწვეული ტკივილის გადატანა შეეძლოთ, ამიტომ მან გადაწყვიტა, შეუძლებელი გაეკეთებინა და თავისი თანამემამულეების მაგივრად ეფიქრა. ეს „უწესრიგობის ხელმწიფე” ვერასდროს აიტანდა კრიტიკას და მით უმეტეს, ვერანაირი კონტრარგუმენტები ვერ გადაახვევინებდა არჩეული გზიდან. ის ყოველთვის თვლიდა და მიიჩნევდა, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდა. – (ავტორი გენია.ჯი)