“კვადრივიუმი”

“კვადრივიუმი” - ინგლისურ ენაზე “Quadrivium”,წარმოადგენდა შუა საუკუნეების ევროპულ უნივესიტეტებსა და სკოლებში,საერო განათლების უმაღლეს კურსს,რომელიც შედგებოდა ოთხი უმთავრესი საბაზო-სასწავლო დისციპლინისაგან:არითმატიკა,გეომეტრია,ასტრონომია და მუსიკა.დოქტრინა “შვიდი თავისუფალი ხელოვნებისა”,თავის-თავში გულისხმობდა და იყოფოდა ორ ნაწილად: “ტრივიუმად” (მეცნიერება გრამატიკის,დიალექტიკისა და რიტორიკისა) და “კვადრივიუმად”,რომლებიც სისტემატიზირებულ იქნა დიდი კართაგენელი მწერალ-ენციკლოპედისტის,ფილოსოფოსისა და რიტორიკოსის – მარტიანუს კაპელას (ახ.წ.აღ-ით მე-V საუკუნე) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) თავად ტერმინი “კვადრივიუმი”,თავდაპირველად მოხსენიებული იქნა,ცნობილი რომაელი ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის – ანტონიო მანლიო ტორკვატო სევერიუს ბოეციუსის ნაშრომში “არითემატიკა”.მიუხედავად იმისა,რომ მისი არცერთი ნამუშევარი ჩვენამდე არ შემორჩენილა,ძველი ავტორების მიერ აღიარებულია,რომ ტერმინი “კვადრივიუმი”,პირველად მოხსენიებულ იყო სწორედ ბოეციუსის ნაშრომებში.შესაბამისად ცნობილია ისიც, (ავტორი გენია.ჯი) რომ აღნიშნული ოთხი სასწავლო დისციპლინა “კვადრივიუმისა” – “ტრივიუმთან” ერთად,შუა საუკუნეების ევროპაში ფართოდ იყო გავცელებული და მათ მიმართ უდიდესი ყურადღება იყო გამახვილებული.ფაქტიურად,სწორედ ზემოთ აღნიშნული საგნები გახლდათ დომინანტი ევროპის საგანმანათლებლო სისტემისა.