“ბელფორის ლომი”
“ბელფორის ლომი” - ინგლისურ ენაზე “Lion of Belfort”,წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ – ბელფორის ისტორიულ სიმბოლოს.იგი გახლავთ დიდებული მონუმენტალური ქვის სკულპტურა,რომლის სიგრძეც 22 მეტრია,ხოლო სიმაღლე 11 მეტრი.”ბელფორის ლომი” აგებულ იქნა დიდი ფრანგი მოქანდაკის და ავტორის,მსოფლიოში ცნობილი “თავისუფლების ქანდაკებისა” - ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის (1834-1904 წლები) მიერ და მიძღვნილ იქნა საფრანგეთი-პრუსიის ომის დროს (1870-1871 წლები),ქალაქ ბელფორის 107 დღიანი საშინელი ალყისადმი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა ბელფორის გარნიზონის კომენდატი – პიერ დანფერ-რორშო (მას დღემდე მოხსენიებენ “ბელფორის ლომად”),ხოლო მის უმთავრეს მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა პრუსიის არმიის გენერალი – აუგუსტ ფონ ვერდერი.ბელფორის ალყა 1870 წლის 3 ნოემბერს დაიწყო.ფრანგებმა უდიდესი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად,შეძლეს ქალაქის ნაწილის გადარჩენა.სწორედ აღნიშნული ქალაქის გმირულ დაცვას მიუძღვნა ბართოლდმა წითელი ქვიშაქვისაგან “ბელფორის ლომის” აგება,რომელზეც მოქანდაკემ 1872 წლიდან 1879 წლამდე იმუშავა.თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო,რომ ქანდაკების სახე მოწინააღმდეგის მხარეს ყოფილიყო მიმართული,თუმცა პრუსიის პროტესტის შედეგად აღნიშნული ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ქანდაკება ოფიციალური სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ არ იქნა საზეიმოდ გახსნილი,თავად დიდმა მოქანდაკემ იზრუნა თავისივე ნამუშევრის პომპეზურად გახსნისათვის.1880 წლის 28 აგვისტოს ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდმა,თავისივე ფინანსებით,საზეიმოდ წარუდგინა ფართო საზოგადოებას “ბელფორის ლომი”,რომელმაც იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა.1930 წლის 20 აპროლს კი საფრანგეთმა ქანდაკებას,ოფიციალურად მიანიჭა “ისტორიული მონუმენტის” სტატუსი და თავის მფარველობის ქვეშ აიყვანა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ბელფორის ლომის” ფიგურა,არაერთმა ფრანგმა და უცხოელმა მოქანდაკემ გამოიყენა თავის ნამუშევრებში.