„წმინდა მამათა” შეგონებანი…

1. „საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორ საჭიროა, საკუთარი თავი”. – წმინდა იოანე კიბისაღმწერელი

* * *

2. „სარწმუნოება არასდროს მტრულად არ უყურებდა მეცნიერებას და ამიტომ იგი მუდამ ეკედლებოდა ეკლესიას”. – წმინდა კირიონ II

* * *

3. „კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და ცოდვათა მიტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილო საკუთარი თავისა”. – ნეტარი ავგუსტინე
* * *
4. „ეკლესია მოითხოვს, ცრუმორწმუნეობიდან გაცნობიერებული რწმენისაკენ იზრდებოდე, მოითხოვს ღვაწლს აზრისა და გარკვეულობის მისაღწევად, მოითხოვს, ადამიანმა რეფლექსული შრომა გასწიოს თავისი სარწმუნოების შესამეცნებლად”. – დიაკვანი ანდრეი კურაევი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ”. – ნეტარი ავგუსტინე