მაო ძედუნის გამოსვლებიდან…

„არც ერთი ბრძოლა არ უნდა გაიმართოს, თუ მზად არ ვართ. არც ერთ შეტაკებაში არ უნდა ჩავერთოთ თუ გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვართ. უნდა ვიბრძოლოთ თავდაუზოგავად, მოწინააღმდეგეს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთ.უნდა გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ერთდროულად. აღჭურვილობა და სხვა სახის მარაგი უნდა წამოვიღოთ „გომინდანის” მიერ კონტროლირებადი ადგილებიდან და არა კომუნისტების მიტოვებული ადგილებიდან. უნდა ჩავატაროთ მიწის რეფორმა როგორც ძველ, ასევე ახლად დაკავებულ ტერიტორიებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე მაიმუნი ხდება”.

* * *

 
„ამერიკული მთვარე და ჩინური მთვარე ერთი და იგივე მთვარეა. ამერიკული მთვარე არ არის უკეთესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული საზოგადოება ცაში თავისი კლასობრივი თვალით იყურება”.
* * *
 
„მოდით აყვავდეს ასობით ყვავილი და დაუპირისპირდეს ერთმანეთს ასობით მოსაზრება, ეს იქნება სოციალისტური ტრანსფორმაციისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. რაც შეეხებათ ლიდერებს, რომლებიც თავის დროზე ცდებოდნენ, არც ეს არის მიუღებელი. მსგავსი რამ იესოსაც მოსვლია და კონფუცისაც, საკიამუნი ბუდასაც და ჩარლზ დარვინსაც, მარტინ ლუთერსაც და გალილეოსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
 
„რა საჭიროა ოთხივე კონტინენტის მოვლა, როდესაც ჩინეთიც საკმარისია ყველაფრის სანახავად?!”