“ტაირას კლანი”
“ტაირას კლანი” - ინგლისურ ენაზე “Taira clan”,წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან იაპონურ გვარს,რომელმაც განსაკუთრებულად დიდი როლი ითამაშა ამომავალი მზის ქვეყნის ისტორიაში XI საუკუნის მეორე ნახევარიდან XII საუკუნის ჩათვლით.“ტაირას კლანის” სიმბოლოს წარმოადგენდა,ზემოთ სურათზე გამოსახულია “მაქაონის პეპელა”.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გვარის ყველზე დიდ მოწინააღმდეგე კი გახლდათ – მინამოტოს ძლევამოსილი გვარი.ტაირას კლანსა და მინამოტოს გვარს შორის მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლა საიმპერატორო კარზე და ზოგადად იაპონიაში ძალაუფლების მოპოვებისათვის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იაპონიის ისტორიაში “ჰეინის პერიოდად” ცნობილი ეპოქის პერიოდში,ძალაუფლებისათვის მებრძოლ ოთხ გვარს შორის “ტაირას კლანიც” მოიხსენიებოდა.ამავე პერიოდში პირველობისათვის ტაირას გარდა იბრძოდა – მინამოტოს,ფუძივარასა და ტატიბანას გვარები (კლანები). (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში ტაირას კლანმა 1185 წლის 25 აპრილს,დანოური ყურეში გამართულ გადამწყვეტ საზღვაო ბრძოლაში,მინამოტოსაგან გამანადგურებელი მარცხი იწვნია.აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ აღნიშნული საზღვაო ბრძოლა ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო ბრძოლადაა მიჩნეული იაპონიის ისტორიაში (ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო 1340 სამხედრო ხომალდმა,ორივე მხარიდან).ამ ბრძოლას შემდგომში უამრავი ლიტერატურული ქმნილება მიეძღვნა იაპონიაში.ბრძოლაში “ტაირას კლანის” მარცხმა,მათივე კლანის განადგურება გამოიწვია,ხოლო სათავე კი დაუდო მინამოტოს გვარის დომინირებას და ჰეგემონიას.