იან პალახი – “სამშობლოს შეწირული მამულიშვილი”

იან პალახი დაიბადა 1948 წლის 11 აგვისტოს ქალაქ ვშეტატში (ჩეხეთი).იგი წარმოადგენდა დიდ ჩეხ მამულიშვილსა და პატრიოტს.სწავლობდა პრაღისა და ჩეხოსლოვაკიის (თანამედროვე ჩეხეთი) ერთ-ერთ საუკეთესო კარლოვის უნივერსიტეტში,”ისტორიისა და პოლიტიკური ეკონომიკის” ფილოსოფიის ფაკულტეტზე. (ავტორი გენია.ჯი) მან ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა ოკუპაციისაგან განთავისუფლების მიზნით 1969 წლის 16 იანვარს,პროტესტის უმაღლეს ზომას მიმართა და პრაღაში მდებარე ვაცლავის მოედანზე,ეროვნული მუზეუმის ახლოს ბენზინის საშუალებით,თავი დაიწვა.მიუხედავად უამრავი მცდელობისა იანის გადარჩენა ვერ მოხერხდა და თავის დაწვიდან სამ დღეში გარდაიცვალა.გარდაცვალების შემდგომ ცნობილმა ჩეხმა სკულპტორმა – ოლბრამ ზუბეკმა,მისი სახისაგან ზუსტი ნიღაბი აიღო.25 იანვარს იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ოლშანის სასაფლაოზე.მისი დაკრძალვა კი ერთგვარად გადაიქცა დიდ საპროტესტო დემონსტრაციად.1973 წელს ჩეხოსლოვაკიის სპეცსამსახურებმა,საბჭოთა ხელიუფლების მითითების საფუძველზე,მისი ნეშტი მალულად გადაასვენეს იანის მშობლიური ქალაქის ვშეტატის სასაფლაოზე.თუმცა 1989 წლის “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ მისი ნეშტი კვლავ გადასვენებულ იქნა ოლშანის სასაფლაოზე.იანის მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმის მიმართვის შემდეგ,საბჭოთა კავშირის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ,ასეთივე ზომებს მიმართა კიდევ 26 ჩეხმა მამულიშვილმა,რომელთაგან 7 გარდაიცვალა.მოგვიანებით კიდევ ერთმა პატრიოტმა იან ზაიცმა ვაცლავის მოედანზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. (ავტორი გენია.ჯი) 1969 წლის 22 აგვისტოს,დიდმა ჩეხმა ასტრონომმა ლუბოშ კოგოუეტმა,ასტეროიდს 1834-ს,იან პალახის სახელი უწოდა.მისმა თავგანწირულმა ნაბიჯმა არა მარტო ჩეხი ხალხის გულებში დაიდო ბინა,არამედ ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში.მას მრავალი სიმღერა,ლექსი და მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნეს.გარდა ამისა,პრაღაში ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს იან პალახის სახელი ეწოდა.იმ ადგილას კი სადაც იანმა თავი დაიწვა,გაკეთებულ იქნა მისივე სახელობის მემორიალი.1991 წელს კი სიკვდილის შემდეგ იან პალახს მიენიჭა ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო,პირველი ხარისხის “ტომაშ მასარიკას” სახელობის მედალი.მიუხედავად ჩეხოსლოვაკიის ორ ნაწილად გაყოფისა (ჩეხეთი და სლოვაკეთი) იან პალახის სახელი ორივე ხალხში დღემდე დიდი პატრიოტისა და მამულიშვილის სახელითაა ცნობილი და მის ხსოვნას დიდ პატივს მიაგებენ.

იან პალახის მემორიალი პრაღაში,ვაცლავის სახელობის მოედანზე

იან პალახი