ჯანსუღ ჩარკვიანი – “წყვილი ცრემლი”

მათრახივით გადვუჭირე

ცისფერ ქურანს ელვა,

უკან მომდევს სისხლიანი

ყვავილების წყევლა.

***

ცხენის ძუით გამოვისკვენ,

პაწაწინა წყენა,

გულზე ჩუმად დავიკიდე,

როგორც აღმაფრენა.

***

წყვილი ცრემლი ვარსკვლავისა

დაგიტოვე მძევლად,

დანარჩენი გულისპირზე

დაგიმღვრიე ცრემლად.

***

არ გეგონოს,გადმომაგდო

გაფრენილმა ცხენმა, -

ხერხემალში გამიარა

სიყვარულმა შენმა.