ნოდარ ადეიშვილი – “ამ გზაზე ისევ…”
როცა ღმერთებიც ჯვარზე გაკრულა,
მე როგორ დამცდეს: ყოფნა ტკბილია,
გურამიშვილი გადაკარგულა,
წიწამურისკენ მიჰქრის ილია…
და არც მე ველი
ამ გზაზე მეჯლისს…
ამ გზაზე ისევ დაჰქრის სამუმი.
ძმა რომ ძმა არი,
გიყურებს ეჭვით,-
რატომ უყვარსო ასე მამული.