“თეთრი სახლის” ბინადარი ცხოველები”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთა რეზიდენცია და კანცელარია - “თეთრი სახლი”,რომლის მშენებლობა 1792 წლიდან – 1800 წლამდე გრძელდებოდა,მსოფლიოსათვის მრავალი უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყეტილების “მოწმე” ნაგებობაა.აღნიშნულ პოსტში მის ისტორიულ წიაღსვლებზე არ შევჩერდები,მაგრამ მოგითხრობთ იმ უცნაური ცხოველების შესახებ, (ავტორი გენია.ჯი) რომლებიც “თეთრი სახლის” ბინადრები იყვნენ,სხვადასხვა პრეზიდენტების მმართველობის სხვადასხვა ეპოქებში:
თეოდორ რუზველტი
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 26-ე,ლეგენდარულმა პრეზიდენტმა (1901-1909 წლები) და “ნობელის პრემიის” ლაურეატმა – თეოდორ რუზველტმა (1858-1919 წლები),რომელიც ქალაქ შერონ სპრინგსში იმყოფებოდა (კანზასის შტატი),პატარა გოგონას თხოვნით,აიყვანა მაჩვი,რომელიც გოგონას,პატარა ძმასთან ერთად ჰყავდა დაჭერილი.რუზველტმა “საჩუქარით” აღფრთოვანება ვერ დამალა და მაჩვი,რომელსაც შემდგომში – “იოსია” უწოდეს,თავისივე საპრეზიდენტო ვაგონის კუპეში აიყვანა და ვაშინგტონში ჩასვლამდე გვერდიდან არ მოუცილებია.სანამ დედაქალაქში ჩავიდოდა მან იოსია,მრავალ ბავშვს აჩვენა,რომლებიც ამა თუ იმ ქალაქში ხვდებოდა პრეზიდენტს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა მაჩვისა,რუზველტს ასევე აჩუქეს სხვადასხვა ცხოველები,მათ შორის ორი დათვი,გომბეშოსებრი ხვლიკი და ცხენი.აღნიშნული ცხოველებიდან,ყველაზე დიდი “პატივი” მაჩვს ხვდა წილად.იგი თეთრი სახლის ეზოში იქნა გაშვებული და მის მიმართ ყველა დიდ ყურადღებასა და ინტერესს იწვევდა.გარდა ამისა თეოდორ რუზველტი თავად ხშირად კვებავდა მაჩვს საკუთარი ხელით.მიუხედავად ამისა,იოსია ადამიანების მიმართ საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა და საბოლოო ჯამში,მისი მოთვინიერება ვერ მოხერხდა,რის გამოც თეოდორ რუზველტის საყვარელი ცხოველი – იოსია,ბრონქსის ზოოპარკს გადასცეს.
მარტინ ვან ბურენი
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-8 პრეზიდენტი - მარტინ ვან ბურენი (1781-1862 წლები),რომელიც წარმომავლობით ნიდერლანდელი გახლდათ,ომანის სულთანმა მისდამი დიდი პატივისცემის ნიშნად ორი პატარა ვეფხვის ბოკვერი აჩუქა.თუმცა აღსანიშნავია,რომ მათი “თეთრ სახლში” გაჩერების პრობლემა შეიქნა კონგრესის მხრიდან.რადგან აღნიშნული ვეფხვის ბოკვერები არა მარტო მარტინ ვან ბურენის კერძო საკუთრება, (ავტორი გენია.ჯი) არამედ მთელი ქვეყნის კუთვნილება გახლდათ.მიუხედავად მისი დიდი სიყვარულისა ვეფხვის ბოკვრების მიმართ,იგი იძულებული გახდა “თეთრი სახლიდან” ისინი გაეყვანა და თავიდან აეცილებინა მათ გამო წარმოქმნილი პრობლემები.ერთ დღესაც მარტინ ვან ბურენმა პატარა ვეფხვის ბოკვრები,ტანისამოსისათვის განკუთვნილ ყუთში ჩასვა და საკუთარი ხელით წაიყვანა ადგილობრივ ზოოპარკში.
ბენჯამინ ჰარისონი
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 23-ე პრეზიდენტი (1889-1893 წლებში) – ბენჯამინ ჰარისონი (1833-1901 წლები),ცხოველების მიმართ,განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.მას ჰყავდა ორი ოპოსუმი,რომლებსა ნებისმიერი ვიზიტისას გვერდიდან არ იცილებდა და სახელებიც საკმაოდ საინტერესო შეურჩია.ერთს ერქვა – მისტერ თანაზიარი,ხოლო მეორეს – მისტერ დაცვა.მეავალი ადამიანი იყო იმ პერიოდისათვის მოწმე,თუ როგორ დაასეირნებდა პრეზიდენტი ოპოსუმებს “თეთრი სახლის” ეზოში.გარდა ოპოსუმებისა,ჰარისონს “თეთრი სახლის” ეზოში ჰყავდა თხა,სახელად – ოლდ ვისკერსი,რომელიც ისტორიაში შევიდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე “ხულიგნური” საქციელით გამორჩეული თხა.მის შესახებ კი არაერთი სანიტერესო მოვლენაა ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის ის ისტორია,როდესაც ოლდ ვისკერსი “თეთრი სახლის” ეზოდან გაიქცა და პენსილვანიის პროსპექტზე,პრეზიდენტს თავის ხელქვეითებთან ერთად დიდი ჯაფა დაადგა მისი დაჭერისათვის და უკან “თეთრ სახლში” გადაყვანისათვის.