ჯაკომო ჯოვანი კაზანოვას მოკლე დახასიათება…

ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა (1725-1798 წლები) – გახლდათ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.ექიმბაშობდა,წერდა პიესებსა და რომანებს,ატარებდა მაგიისა და კაბალისტიკის სეანსებს,თაღლითობდა ბანქოში,იჩემებდა – ჰიდრავლიკის,ბიოლოგიის,ქიმიის,ალქიმიის,ფიზიკის,სამხედრო და საინჟინრო საქმის ცოდნას,იცნობდა ანტიკურ ფილოსოფიასა და მწერლობას,იყო აბატი,ჯარისკაცი,მასონი და დამსმენი,ენამჭევრი მოსაუბრე და მუსიკოსი,თუმცა სახელი სულ სხვა ასპარეზზე გაითქვა – როგორც ქალების გულთამპყრობელმა და უბადლო მუსუსმა.მის მიერ ყველაზე ცნობილ გამონათქვამათ დღემდე მიჩნეულია,საყოველაოთ ცნობილი “ფრთიანი ფრაზა”:

“წარსულს ვერ დააბრუნებ,მომავალზე ზრუნვას კი აზრი არა აქვს,რადგან ისიც წარსულში გადავა,ამიტომაც karpe diem! – დაიჭირე წამი!” (ავტორი გენია.ჯი)