ანრი ჟიულენ ფელიქს რუსო – “პოეტის შთამაგონებელი მუზა”
“პოეტის შთამაგონებელი მუზა” - წარმოადგენს დიდი ფრანგი თვითნასწავლი მხატვრის და პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი ხელოვანის - ანრი ჟიულენ ფელიქს რუსოს (1844-1910 წლები),მიერ 1909 წელს,ზეთის საღებავით,ტილოზე შესრულებულ დიდებულ სურათს.სურათის სიმაღლე 146 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 97 სანტიმეტრი.ტილოზე გამოსახული არიან ცნობილი ფრანგი პოეტი – გიიომ აპოლინერი და მისი შეყვარებული (ერთგვარი მუზა),ცნობილი ფრანგი მხატვარი და გრავიორი ქალი – მარი ლორანსენი. (ავტორი გენია.ჯი) რუსომ აპოლინერი 1907 წელს გაიცნო და გაცნობის შემდეგ მალევე დამეგობრდა კიდეც.მხატვარმა ტილოზე შარჟილებული სიუჟეტით გამოსახა მეგობარი და მისი სატრფო,ტროპიკული ჯუნგლების ფონზე.აპოლინერს ხელთ უპყრია ყოველი პოეტისათვის სიმბოლოდ ქცეული ფრთის კალამი და საწერი ქაღალდის გრაგნილი.ხოლო აპოლინერის გვერდით მდგომი ქალბატონი მარი,ერთგვარი სიმბოლოა პოეტის მუზისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სურათს სახელწოდება მიუხედავად გიიომ აპოლინერის შეკვეთისა,თავად მიანიჭა.ანრი რუსოს ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ სურათის დახატვის პერიოდში იგი დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა და მეგობარს,ტილოსათვის დასახატად ავანსი წინასწარ გამოართვა.ამ ფაქტს მხატვრის მიერ აპოლინერისათვის მიწერილი წერილიც მოწმობს,კერძოდ წერილის ამონარიდში წერია: