“სენტ-კიტსი და ნევისი”

“სენტ-კიტსი და ნევისი” - ინგლისურ ენაზე “Saint Kitts and Nevis”,წარმოადგენს სახელმწიფოს კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.იგი შედის ერთა თანამეგობრობაში (ორგანიზაცია,რომელშიც შედის დიდი ბრიტანეთი და ყველა ის სახელმწიფო,რომელიც წარსულში იყო ბრიტანეთის კოლონია,დომინიონი ან პროტექტორატი) და შედგება სენტ-კიტსისა და ნევისის კუნძულებისაგან,რომლებიც თავის მხრივ განეკუთვნებიან მცირე ანტილიის კუნძულთა ჯგიფს.ქვეყნის დედაქალაქი გახლავთ ბასტერი,რომელშიც 11 000 მაცხოვრებელი ცხოვრობს. (ავტორი გენია.ჯი) სულ ქვეყანა მოიცავს 261 კვადრატულ კილომეტრს,რაც მას მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან 207-ე ადგილზე აყენებს.მოსახლეობის სრული რაოდენობა 49 898 ადამიანი,რაც მას მსოფლიოს სხვა ქვყნებთან მიმართებაში 207-ადგილზე აყენებს.ქვეყნის ოფიციალური ენა ინგლისური ენაა.ვალუტა კი გახლავთ აღმოსავლეთ-კარიბული დოლარი.37 000 ადამიანი კუნძულ სენტ-კიტსზე ცხოვრობს,ხოლო 13 000 კუნძულ ნევისზე.სენტ-კიტსისა და ნევისის მოსახლეობის 97 % შავკანიანია და მათი წინაპრების უმეტესობა აფრიკელი მონები გახლდათ,რომლებიც პლანტაციებში სამუშაოდ ჩაჰყავდათ.5 % მულატებია,3 % ინდიელები,ხოლო 1,6 % თეთრკანიანი მმოსახლეობაა.გავრცელებულია ანგლიკანური,კათოლიკური და მოთოდიზმის რწმენები.ქალაქის მოსახლეობა 32 %-ს შეადგენს,ხოლო სოფლის მოსახლეობა 68 %-ს.ადმინისტრაციულად ქვეყანა 14 ოლქად არის დაყოფილი.მათგან 9 სენტ-კისტის კუნძულზე მდებარეობს,ხოლო 5 ნევისის კუნძულზე.სენტ-კისტისა და ნევისის ფედერაცია ბრიტანული თანამეგობრობის დამოუკიდებელი ქვეყანაა 1983 წლის 19 სექტემბრიდან. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფოს მეთაურად დიდი ბრიტანეთის დედოფალი მიიჩნევა,რომელსაც ქვეყანაში პირადი გენერალ-გუბერნატორი წარმოადგენს.აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას,რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.პრემიერად კი ინიშნება იმ პარტიისა თუ კოალიციის ლიდერი,რომელიც საყოველთაო არჩევნებში იმარჯვებს.საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს პარლამენტი,ერთპალატიანი ეროვნული საბჭო,რომელშიც სულ 14 დეპუტატია წარმოდგენილი,მათ შორის 11 – 5 წლის ვადით არის არჩეული,ხოლო 3 გენერალ-გუბერნატორის მიერ არის დანიშნული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კუნძულ ნევისს გააჩნია საკუთარი პარლამენტი – კუნძულ ნევისის საბჭო და აქვე ცნობილია ისიც,რომ ნევისს აქვს უფლება გამოეყოს სენტ-კისტის ფედერაციას.უმთავრეს პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენს – ლეიბორისტული,სახალხო მოძრაობის და ნევისის რეფორმატული პარტიები.

ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს კარიბელი ინდიელები.1493 წელს კუნძულები აღმოჩენილ იქნა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ და შემდგომში ესპანელების მიერ იქნა კოლონიზირებული.1623 წელს კუნძულზე ჩნდება პირველი ინგლისური დასახლებები,ხოლო 1625 წლიდან იგი ხდება ინგლისის კოლონია.1983 წლის 19 სექტემბერს,ოფიციალურად ჩამოყალიბდა სენტ-კისტისა და ნევისის ფედერაცია.ქვეყნის ეკონომიკის უმთავრეს დარგს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყანას ექსპორტზე გააქვს შაქარი,ქოქოსის ზეთი,ბამბა და სხვა პროდუქტები.მის უმთავრეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენს ამერიკა,მალაიზია და კანადა.სენტ-კიტსი და ნევისის ფლორა და ფაუნა მდიდარია ულამაზესი ბუნებითა და გარეულ ცხოველთა სამყაროთი.ქვეყანა წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრს.

სენტ-კიტსი და ნევისის “ეროვნული გერბი”

სენტ-კიტსი და ნევისის დედაქალაქი “ბასტერი”

სენტ-კიტსი და ნევისი პოლიტიკურ რუკაზე