იცით თუ არა,რომ
1. დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი – სტრაბონი (ძვ.წ.აღ-ით 64-23 წლები),შავ ზღვას – “კოლხიდის ზღვად” მოიხსენიებდა.
2. 1155 წელს ერთიანი საქართველოს მეფე – დემეტრე I (1093-1156 წლები),დავით გარეჯის მონასტერში “დამიანეს” სახელით ბერად აღიკვეცა.
3. ევროპული კავშირის ოფიციალური ვალუტის – ევროს გამოშვებას (რომელიც ბაზარზე პირველად 1999 წელს გამოჩნდა მიმოქცევაში),თან დიდი სკანდალი მოჰყვა,რადგან ევროს პირველი კუპიურების ვარიანტებზე დაშვებულ იქნა შეცდომა,სადაც გერმანია გამოსახულ იყო ორ ნაწილად (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა). (ავტორი გენია.ჯი)
4. დიდ ბრიტანეთში დედოფლის ძმას – კონსორედი ეწოდება.
5. პირველი ქართველი,რომელმაც უცხო ენაზე დისერტაცია დაიცვა,გახლდათ დიდი ქართველი პუბლიცისტი,კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე – ნიკო ნიკოლაძე.მან ციურიხის უნივერსიტეტი 1868 წელს დაამთავრა,რის შემდეგაც დაიცვა დისერტაცია,რისთვისაც ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.
6. რუსი გენერალი და საქართველოს მთავარმართებელი 1817-1827 წლებში – ალექსი ერმოლოვი წერდ: “რუსეთისთვის კავკასიის პრობლემა ფაქტობრივად საქართველოს პრობლემაა,არ იქნება საქართველო და არ გვექნება კავკასიის პრობლემაც”.(ავტორი გენია.ჯი)
7. ძველ რომში,როდესაც ოჯახის დიასახლისი სტუმრებს ფეხზე სანდლების გახდას შესთავაზებდა,ესეიგი სადილის დრო დგებოდა.
8. ციცერონი ამბობდა: ჩვენთვის ძვირფასია მშობელი,შვილები,ახლობლები,მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში და ეს სიტყვაა – სამშობლო.
9. იტალიის ერთ-ერთი ეროვნული გმირი,ქართველი – ფორე მოსულიშვილია.
10. ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ერთადერთი ფრესკა – ბედიის მონასტერში იყო შემორჩენილი,თუმცა საუბედუროდ ისიც განადგურდა.(ავტორი გენია.ჯი)