რობერტ ნესტა მარლი (ბობ მარლი) – “ეპიზოდი”
რობერტ ნესტა მარლი (1945-1981 წლები),იგივე ბობ მარლი,წარმოადგენდა მსოფლიოში გამოჩენილ იამაიკელ მუსიკოსს,ვოკალისტს,გიტარისტსა და კომპოზიტორს.დღევანდელ დღემდე იგი მიჩნეულია “რეგის” (იამაიკური მუსიკალური ჟანრი),საუკეთესო შემსრულებლად.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ამ მუსიკალური ჟანრის მსოფლიო პოპულარიზაცია.გარდა მუსიკოსობისა,ბობ მარლი პანაფრიკანიზმისა და რასტაფარიანული რელიგიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლადაც მიიჩნეოდა.ბავშვობაში სახელი თავის სოფელში ნაილნ-მაისში, (ავტორი გენია.ჯი) იმით გაითქვა,რომ ადამიანებს ხელისგულების მეშვეობით,უწინასწარმეტყველებდა თავიანთი მომავალი ბედის შესახებ.როგორც მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან,ბობ მარლი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა,რომ არა მისი უარი ფეხის თითი ამპუტაციაზე.1977 წელს,მას ფეხის თითში,აღმოაჩნდა “მელამონა” (ავთვისებიან სიმსივნეთა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რიგი).მიუხედავად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა,ბობ მარლიმ უარი განაცხადა თითის ამპუტაციაზე,რითაც ფაქტიურად თავის ადრეულ სიკვდილს დაუდო საღავე.აღნიშნული უარი კი გამოწვეული გახლდათ მისივე რელიგიური შეხედულებების გამო.მოგვიანებით დაავადებამ ფეხიდან მთელ ორგანიზმში გაიდგა ფესვები და საბოლოოდ იგი 1981 წლის 11 მაისს იმსხვერპლა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) მისი უკანასკნელი სიტყვები შვილის მიმართ იყო წარმოთქმული და იგი ასე ჟღერდა: “სიცოცხლეს ფულით ვერასოდეს იყიდი”.