Megalopyge opercularis
Megalopyge opercularis - წარმოადგენს პეპელას ქერცლფრთიანისებრნთა რიგის,მეგალოპიგიდების ოჯახისა.აღნიშნული სახეობა გავრცელებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში.გარდა ამისა მექსიკის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში.ფრთების გაშლილობის სიგრძე 24-36 მილიმეტრია და სიგრძით 30 მილიმეტრამდე იზრდებიან.მათი გავრცელების ძირითად არეალებში,ყველაზე მეტად ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეების მოყვარულები გახლავან. (ავტორი გენია.ჯი) ბინას ძირითადად მუხის,ციტრუსის,თელასა და სხვა ბაღის მცენარეებზე იდებენ და მათი ფოთლებით იკვებებიან.ისინი დაფარული გახლავან ბზინვარე ფერის მცირე ზომის ეკლოვანი ბუსუსებით.მიუხედავად მათი “უწყინარი” შეხედულებისა,მასზე შეხებას სპეციალისტები არ გვირჩევენ,რადგან მათი ეკლოვანი ბუსუსები გაჯერებულია ძლიერმოქმედი ტოქსიკური ნივთიერებებით. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად მასზე შეხება ადამიანისათვის საკმაოდ მძიმე შედეგის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.ცნობილია,რომ ჯერ-ჯერობით საბედნიეროდ,”Megapolyge opercularis”-ზე შეხება ფატალური შედეგით არ დასრულებულა,თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ,რომ მათგან თავი შორს დავიკავოთ.