სამოთხის დიდი ჩიტი
სამოთხის დიდი ჩიტი - ინგლისურ ენაზე “The Greater Bird-of-paradise”,წარმოადგენს ულამაზეს ფრინველს ბეღურასნაირთა რიგის,სამოთხის ჩიტისებრთა ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ფრინველი,სამოთხის ჩიტისებრთა ჯგუფის ყველაზე დიდი ფრინველია.მამლები სიგრძით 45 სანტიმეტრამდეა,ხოლო დედლები 35 სანტიმეტრამდე.გამოირჩევიან ულამაზესი კაშკაშა ფერთა გამით და მათი გავრცელების ძირითად არეალს წარმოადგენს ახალი გვინეის სამხრეთ-დაასვლეთ ნაწილი და ინდონეზიის რამდენიმე კუნძულის ტყიანი მასივები. (ავტორი გენია.ჯი) იკვებებიან ხილით და მცირე ზომის მწერებით.პირველად “სამოთხის დიდი ჩიტი” აღწერილ იქნა,ცნობილი შვედი ბუნებისმეტყველის – კარლ ლინეის მიერ,რომელიმაც თავდაპირველად ამ სახეობის ფრინველს ლათინიზირებული სახელი “Paradisaea apoda” უწოდა,რაც თარგმანით “უფეხო სამოთხის ჩიტს” აღნიშნავს (ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ ევროპელებს შეცდომით წარმოედგინათ,რომ აღნიშნული ფრინველები სამოთხიდან მოფრინავდნენ და მიწაზე არასოდეს ჯდებოდნენ).ორივე სახელწოდების ფესვი კი ძველბერძნული სიტყვისაგან წარმოდგება. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით “სამოთხის დიდი ჩიტები”,საერთაშორისო წითელ წიგნში არიან შეტანილი,როგორც მეტ-ნაკლებად გადაშენების პირას მყოფი ფრინველები და მათზე ნადირობა კანონით იკრძალება.