ლიკურგე ათენელი
ლიკურგე ათენელი - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 396 წელს,საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო მოხელეს,კანონმდებელსა და ორატორს,ძველი ათენისა.ლიკურგე გახლდათ ლიკოფრონეს ვაჟი,რომელიც თავის მხრივ ძველი ბუტადების გვარის წარმომადგენელი იყო.აღსანიშნავია,რომ ლიკურგე დიდი ძველბერძენი ორატორის – ისოკრატეს მოსწავლე იყო. (ავტორი გენია.ჯი) ლიკურგეს ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც,რომ 12 წლის მანძილზე,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 338-326 წლებში,განაგებდა უძველესი სამყაროს დიდებული ქალაქის – ათენის ფინანსებს.გარდა ამისა,მის უმთავრეს მიზნებს წარმოადგენდა ათენის შეიარაღება და ქალაქის გამაგრება მტრის შემოტევისაგან თავდაცვის კუთხით.ამ საკითხზე ლიკურგემ ძვ.წ.აღ-ით 307 წელს “სახალხო დეკრეტიც” კი გამოსცა.სწორედ ლიკურგე გახლდათ ის პიროვნება,რომელმაც ანტიმაკედონიური პარტია ჩამოაყალიბა.იგი იმდენად პოპულარული პიროვნება გახლდათ ძველი ათენისა,რომ არაერთხელ დაუდგეს სიცოცხლეშივე სპილენძისა და მარმარილოს ქანდაკება.აღნიშნული ქანდაკებებიდან კი დღემდე მხოლოდ რამდენიმე ნამსხვრევმა მოაღწია.გარდა ქალაქის გამაგრება და შელამაზებისა,იგი აქტიურად იბრძოდა იმისათვის,რომ სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ სახელმწიფო ფინანსების მიმთვისებლები და ქვეყნის მოღალატეები. (ავტორი გენია.ჯი) მისი დიდებული ორატორული ნიჭი ამ საქმისათვის მართლაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.ძვ.წ.აღ-ით 343 წელს,დემოსთენესთან ერთად მოღვაწეობდა სპარტაში განლაგებულ ათენის საელჩოში.ათენში დაბრუნების შემდგომ,ძველი ხით ნაგები დიონისეს თეატრის ადგილზე ააგო ახალი თეატრი (ქვით და მარმარილოთი).თეატრის წინ კი დაადგმევინა ესქილეს,სოფოკლესა და ევრიპიდეს ქანდაკებები.ძველ დროში ლიკურგეს 15 ორატორული გამოსვლა იყო ცნობილი,მათ შორის ორი მის მიერ გაწეულ ფინანსურ ხარჯებზე,სადაც იგი ირწმუნებოდა აუცილებლობას ესოდენ დიდი თანხების ხარჯვისა,ქალაქის გასალამაზებლად და მის გასაძლიერებლად.ლიკურგეს გამოსვლებიდან,მხოლოდ ერთადერთი გამოსვლა შემორჩა,სადაც იგი ლეოკრატეს წინააღმდეგ გამოვიდა და მას ბრალს დებდა ხერონთან მომხდარი ბრძოლის შემდეგ გაქცევაში.როგორც უდიდესი ძველბერძენი სახელმწიფო მოხელე და ორატორი ესქინე ირწმუნებოდა,ლიკურგეს ყოველი გამოსვლა მართებული მსჯელობებითა და ფაქტებით იყო გამაგებული,თუმცა მოგვიანებით ლეოკრატე გამართლებულ იქნა. (ავტორი გენია.ჯი) იგი,ძველი ათენის გამოჩენილ სახელმწიფო მოხელესთან დემოსთენესთან მეგობრობდა და მისი მოკავშირეც გახლდათ.ლიკურგე ათენელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 323 წელს.მისმა მოღვაწეობამ კი უდიდესი კვალი დატოვა ძველი საბერძნეთის და ათენის განვითარების ისტორიაში.