გალილეო გალილეის მიმართ გამოტანილი “განაჩენი”
“ჩვენ ვამბობთ,ვაცხადებთ,განაჩენი გამოგვაქვს შენს,გალილეო გალილეის,დანაშაულებათა და ჩადენილ ცოდვათა გამო,რომლებიც დაწვრილებით იქნა განხილული სასამართლოზე და რომელიც შენ უკვე აღიარე.გადაგცემთ წმინდა ინკვიზიციის ტრიბუნალს,ძლიერი ეჭვით მწვალებლობაში,სახელდობრ,რომ შენ იზიარებდი და გჯეროდა სწავლებისა,რომელიც არის მცდარი და ეწინააღმდეგება წმინდასა და ღვთაებრივ წერილს,რომ მზე არის სამყაროს ცენტრი და არ მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და რომ დედამიწა მოძრაობს; რომ შენ იცავ ამ შეხედულებას,რამდენადაც შეგიძლია,მას მერე,რაც დადგენილ და გამოცხადებულ იქნა,რომ ის ეწინააღმდეგება წმინდა წერილს,ამის შედეგად შენ დამნაშავედ ცხადდები და იმსახურებ იმ სასჯელს,რომელიც არსებობს და წინასწარ არის განსაზღვრული წმინდა კანონებით,რომლებიც შეესაბამება ყველა კერძო და საზოგადო კანონს მსგავს დამნაშავეთა წინააღმდეგ.ჩვენ გვსურს,გაგათავისუფლოთ სასჯელისაგან,თუკი,ჯერ ერთი,წრფელი გულით და ხალასი რწმენით,ჩვენი თანდასწრებით,უარყოფ შენს შეხედულებებს,დაგმობ და დასწყევლი ყველა ხსენებულ ცდომილებასა და მწვალებლობას ისევე, (ავტორი გენია.ჯი) როგორც ყველა დანარჩენ ცთომილებასა და მწვალებლობას,რაც კი არსებობს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საწინააღმდეგოდ,შეასრულებ ამას ჩვენ მიერ მითითებული სახითა და ფორმით.