ჯონ რობერტ ფაულზი – “კოლექციონერი”
“კოლექციონერი” - ინგლისურ ენაზე “The Collector”,წარმოადგენს შესანიშნავ რომანს,დაწერილს დიდი ინგლისელი მწერლის,რომანისტის,ესეისტისა და პოსტმოდერნიზმის (ლიტერატურაში) თვალსაჩინო წარმომადგენლის - ჯონ რობერტ ფაულზისა (1926-2005 წლები).აღნიშნული რომანი მწერლის მიერ დაწერილ იქნა 1963 წელს და იმთავითვე დიდი აღიარების მომტანი შეიქნა მწერლისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ 1965 წელს “კოლექციონერის” მიხედვით,ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა უილიამ უალიერმა,გადაიღო ამავე სახელწოდების მქონე მხატვრული ფილმი,რომელიც წარდგენილ იქნა “ოსკარზე”.
რომანის მთავარი გმირი გახლავთ,საკუთარ თავში ჩაკეტილი და უცნაური ხასიათის მქონე ახალგაზრდა მამაკაცი სახელად – ფრედერიკ კლეგე,რომელიც კლერგად მუშაობდა.სამსახურიდან თავისუფალ დროს მის უმთავრეს ჰობს წარმოადგენდა პეპლების კოლექციის შეგროვება.რომანის პირველ თავში,თხრობა მიმდინარეობს პირველ პირში.ფრედერიკი აღწერს მოვლენას,რომელმაც მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია.კერძოდ,მისი ყურადღება მიიქცია გოგონამ,სახელად – მირანდა გრეი. (ავტორი გენია.ჯი) ფრედერიკი განათლებით დიდად ვერ დაიკვეხნიდა.მის უმთავრეს ინტერესს,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პეპლების კოლექციის შეგროვება წარმოადგენდა.მალევე მას გულში ჩაუვარდა მირანდას სიყვარული,თუმცა მის გაცნობას,მისივე ხასიათიდან გამომდინარე ვერ ახერხებდაშესაბამისად მისი სიყვარული გოგონასათვის უცხო იყო.ერთ დღესაც ფრედერიკმა დიდი თანხა მოიგო,რის შემდეგაც მან საკუთარი ოჯახი საცხოვრებლად შორეულ სოფელში გადაიყვანა.სამსახურსაც თავი გაანება და სწორედ ამ ეტაპს უკავშირდება,მის მიერ განსახორციელებლად მზადება,მირანდას მოტაცებისა.ფრედერიკმა გეგმა უწვრილეს დეტალებამდე შეიმუშავა და საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე განახორციელა მისი მოტაცება.ამ მოტაცებით იგი ფიქრობდა,რომ მასთან სიახლოვე გოგონას თავს შეაყვარებდა.
რომანის მეორე ნაწილი,ერთგვარად მირანდას,მიერ დაწერილი დღიურებით შედგება.ფრედერიკმა გოგონა თავის სახლში მიიყვანა და სპეციალურად დამზადებულ სარდაფში გამოკეტა.მირანდა მიიჩნევდა,რომ მისი გატაცება სექსუალურ ძალადობასთან ასოცირდებოდა,თუმცა თავის ამ შეხედულებაში იგი ცდებოდა.ფრედერიკი გოგონას ძალიან თბილად ექცეოდა და როდესაც მირანდამ გაათვითცნობიერა მისი მოტაცების მოტივი,ფრედერიკისადმი ერთგვარი სიბრალულის გრძნობაც კი გაუჩნდა.ფრედერიკი მირანდას აცნობდა,მისსავე შექმნილ შესანიშნავ კოლექციას პეპლებისა და ცდილობდა მისი დადებითი მხარეები ეჩვენებინა.მირანდა ფრედერიკს,გენიალური ინგლისელი პოეტის უილიამ შექსპირის ტრაგიკომედიის კალიბანის გმირს ადარებდა.მიუხედავად მის მიმართ გამოჩენილი სიბრალულისა,მირანდასათვის აუტანელი იყო სარდაფში,ტყვეობაში ცხოვრება და არა ერთხელ სცადა იქიდან თავის დაღწევა.ფაქტიურად მან შეატყო ფრედერიკს,რომ ის ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირდა და ყველანაირი გზით ცდილობდა თავის დაღწევას.მიუხედავად არა ერთი მცდელობისა მირანდამ ფრედერიკის სარდაფიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა. (ავტორი გენია.ჯი) გაქცევის მცდელობებმა მას ერთადერთი და ისიც უარყოფითი შედეგი მოუტანა.მის მიმართ ფრედერიკის დამოკიდებულება შეიცვალა და იგი ძალიან გაბოროტდა.რომანის დასასრულს მირანდა ფრედერიკის სარდაფში პნევმონიის შედეგად იღუპება.ამ მოვლენამ კი ფრედერიკზე უდიდესი დარტყმა მოახდინა და იგი თავის მოკვლას გადაწყვეტს,თუმცა ამავე დროს აღმოაჩენს მირანდას დღიურს,რაც მას ახალ იდეას შთაუნერგავს,რადგან იგი საბოლოოდ დარწმუნდა,რომ მირანდას ფრედერიკი არასოდეს ყვარებია.ფრედერიკი კი გადაწყვეტს,რომ კიდევ ერთხელ სცადოს თავისი სიყვარულის მოპოვება,ამჯერად სხვა გოგონას მხრიდან.