სოფია ბრაგე

სოფია ბრაგე - დაიბადა 1556 წლის 26 აგვისტოს,თანამედროვე შვედეთის ტერიტორიაზე მდებარე,ბრაგეების საგვარეულო ციხე-სიმაგრე კნუსდურპში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ დანიელ ბოტანიკოსს,ისტორიკოსსა და ექიმს.გარდა ამისა სოფია გახლდათ უმცროსი და,უდიდესი დანიელი სწავლულის და მეცნიერის ტიჰო ბრაგესი. (ავტორი გენია.ჯი) მამა ოტე ბრაგე დანიის მეფის მრჩეველი იყო,ხოლო დედა ბეატა ბილე ბრაგე დანიისა და ნორვეგიის დედოფლის სოფია მეკლენბურგის სასახლის კარზე დაახლოებული ქალბატონი იყო.სოფია ათი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი იყო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სოფია თავად,ყველასაგან დამოუკიდებლად დაეუფლა გერმანულენოვან ასტრონომიის მეცნიერებას,პატარაობიდანვე იგი წიგნების დიდი მოყვარული გახლდათ და საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაწარმოებებსაც გაეცნო.გარდა გერმანული ენისა,იგი საკმაოდ კარგად დაეუფლა ლათინურ ენასაც და არა ერთი წიგნი შეუკვეთა გამომცემლებს ლათინურ ენაზე.1573 წელს,დიდი დახმარება გაუწია ძმას – ტიჰო ბრაგეს,ასტრონომიული დაკვირვებებისას.იგი ხშირად მიდიოდა მასთან ურანიბირგის ობსერვატორიაში.ტიჰო ბრაგე აღფრთოვანებული იყი სოფიას გონება-გამჭრიახობით და დიდი წვლილიც დაიდო მის სწავლა-განათლებაში.1576 წელს სოფია დაქორწინდა ოტო ტოტზე,რომელთან თანაცხოვრებაშიც 1580 წელს,ერთი ვაჟი შეეძინა.1588 წელს მას გარდაეცვალა მეუღლე,რამაც დიდი ფსიქოლოგიური და ემოციური დარტყმა მიაყენა მას.თუმცა სამეცნიერო მოღვაწეობისათვის თავი არ დაუნებებია და ტიჰოსთან ერთად დაამუშავა ჰოროსკოპი.გარდა ასტრონომიისა,მას ძლიერ იტაცებდა ისეთი მეცნიერებები,როგორებიც გახლავთ – მედიცინა და ქიმია.ძმასთან,ურანიბორგში ყოფნისას გაიცნო იმ პერიოდისათვის ცნობილი ალქიმიკოსი – ერიკ ლანჟე,რომელთანაც 1602 წელს იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) ქორწინების შემდეგ წყვილი საცხოვრებლად ეკენფორდში გადავიდა.როგორც სოფიას მიერ დაწერილი წერილებიდან ირკვევა,მისი მეუღლე ძალიან კარგი ხასიათისა და იუმორის პატრონი გახლდათ,თუმცა მისდა სამწუხაროდ 1613 წელს ერიკი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.1616 წელს,მეუღლის გარდაცვალების შემდგომ იგი ბრუნდება დანიაში და ფუძნდება ქალაქ ჰელსინგერში.ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში შეადგინა გენეალოგია დანიელი დიდებულებისა.მისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულ იქნა 1626 წელს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მის მიერ შედგენილი გენეალოგიური ცხრილები,დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა,რადგან იგი გახლავთ ძალიან მაღალი დონის ისტორიული წყარო,ადრინდელი დანიის სამეფო კარისა და დანიელი დიდებულების ბიოგრაფიების შესწავლისათვის. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით აღნიშნული ნაშრომი დაცულია დანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.სოფია ბრაგე გარდაიცვალა 1643 წელს ჰელსინგერში და დაკრძალულ იქნა,თაბამედროვე შვედეთის ქალაქ კრისტიანსტადში ბრაგეების საგვარეულო სასაფლაოზე.