“Piedra Movediza” – “მოძრავი ქვა”
“Piedra Movediza” - ესპანური ენიდან თარგმანით,სიტყვასიტყვით აღნიშნავს “მოძრავ ქვას”.იგი წარმოადგენდა უნიკალური ბუნებრივი გრავიტაციის შედეგს,სადაც კლდეზე,ისეთი უჩვეულო ბალანსირებით იდგა უზარმაზარი ქვა,რომელიც დღემდე გაოცების საგნად არის ქცეული.ამ მიზეზის გამო,”მოძრავი ქვა” არგენტინული ქალაქის,ტანდილის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად და სიმბოლოდ მიიჩნევა.რამდენიმე სხვა წყაროს ცნობით კი,ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით,აღნიშნულ ქვას ერთ-ერთი გმირის სახელითაც მოიხსენიებენ და მას “დავასკოს ქვას” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი) მისი წონა 300 ტონას შეადგენდა და იგი კლდეზე ისეთი საოცარი ფორმით იყო განთავსებული,რომ მნახველში უდიდეს ინტერესსა და გაოცებას იწვევდა.როგორც წესი,ასეთი მასიური ქვები ბუნებრივი წარმონაქმნებია.პირველად იგი აღწერილ იქნა ევროპელი მკვლევარების მიერ მე-XIX საუკუნეში.აღნიშნული ფაქტის გახმაურებამკი მრავალი ტურისტის ყურადღება მიიპყრო და “მოძრავი ქვა”,საკმაოდ პოპულარული გახდა,როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში,ასევე უცხოელებში.1912 წლის 249 თებერვალს,დღემდე დაუდგენელი მიზეზების გამო “Pierda Movediza” კლდის ქიმიდან მოწყდა და კლდის ძირზე დაცემისას,რამდენიმე ნაწილად დაიმსხვრა.არის მოსაზრება,რომ მისი საოცარი ბალანსირება დარღვეულ იქნა,ახლოს მდებარე საბადოებზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად,რამაც მისი კლდიდან მოწყვეტა გამოიწვია.თუმცა აღნიშნული ფაქტი სპეციალისტების მიერ დადასტურებული არ გახლავთ და დღემდე მხოლოდ ვარაუდის დონეზე გამოითქმის. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით,აღნიშნული ქვა ერთ ადგილზე არასოდეს იდგა და იგი ხშირად გადაადგილდებოდა გრავიტაციის შედეგად.2007 წლის მაისში,95 წლის გასვლის შემდეგ მისი ვარდნიდან.კვლავ იქნა ქალაქ ტანდილის ისტორიული სიმბოლო აღმართული.თუმცა იმის გამო,რომ ორიგინალი “მოძრავი ქვა” აღარ არსებობდა,აღიმართა ზუტი ასლი და აღსანიშნავია ისიც,რომ ქვის წონა არა 300 ტონა (როგორიც ორიგინალი იყო),არამედ 9 ტონას შეადგენს.აღნიშნული ტერიტორია,რომელზეც აღიმართა “Pierda Movediza”,თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე,განეკუთვნება “Park Litihc The Movediza”-ს ეროვნულ პარკს.”მოძრავი ქვის” შესახებ ადგილობრივებში გავრცელებულია ლეგენდა,რომლის თანახმადაც ტანდილის ბელადმა დაარღვია წინაპართა წეს-ჩვეულებები,რომელმაც მოსახლეობის დიდი განრისხება გამოიწვია და მის წინააღმდეგ ააჯანყა.აჯანყებას კი სათავეში ჩაუდგა,თავდ ბელადის ულამაზესი მეუღლე,სახელად – მინი.ბელადის მიერ აჯანყება ჩახშობილ იქნა,რის შემდეგაც აჯანყებულები,მინისთან ერთად აყვანილ იქნენ კლდეზე,სადაც განთავსებული იყო უდიდესი ქვა. (ავტორი გენია.ჯი) იქვე იქნენ ნაწამები აჯანყებულები და შემდეგ სიკვდილით დასჯილნო.როდესაც მინი გარდაიცვალა,მთებში გავრცელდა მინის ექო,რომელიც იუწყებოდა: “ო ტანდილ,ცემი სიკვდილიაიძულებს ამ მთას ამოძრავდეს და შენ ყოველთვის შეხედავ ჩემს გულისცემას”.
“Piera Movediza” – ორიგინალური ვერსია
“Pierda Movediza” – თანამედროვე სახით