ენნი ედსონ ტეილორი – “ნიაგარას ჩანჩქერის” პირველი დამძლევი
ენნი ედსონ ტეილორი - დაიბადა 1838 წლის 24 ოქტომბერს,ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ობერნში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ თავგადასავლების მაძიებელ ქალს.ისტორიაში კი თავი დაიმკვიდრა,როგორც პირველმა ადამიანმა ისტორიაში,რომელმაც დაძლია “ნიაგარას ჩანჩქერი” ხის კასრის მეშვეობით.აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ ამ დღეს ტეილორს 63 წელი შეუსრულდა. (ავტორი გენია.ჯი) ენნის მამა სემუელ ედსონი,წისქვილის მფლობელი იყო.თუმცა მამა 12 წლის ასაკში გარდაეცვალა.მიუხედავად სულიერი ტრამვისა,მამის მიერ დაგროვილი ფული საშუალებას იძლეოდა ოჯახს უზრუნველი ეცხოვრა.საშუალო სკოლის დასრულების შემდგომ,ბრწყინვალედ გაიარა ოთხწლიანი პედაგოგიური სასწავლო კურსი და ადგილობრივ სკოლაში მალევე პედაგოგად იწყებს მუშაობას.ამავე პერიოდს ემთხვევა მის მიერ დევიდ ტეილორის გაცნობა,რომელზეც მალევე დაქორწინდა.მათ თანაცხოვრებაში ერთადერთი ვაჟი შეეძინათ,რომელიც სამწუხაროთ პატარაობაშივე დაიღუპათ.თავად მეუღლე,ამერიკის სამოქალაქო ომს ემსხვერპლა.ქვრივმა ქალმა,რამდენიმე სამსახური და საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა.საბოლოო ჯამში კი მიჩიგანის შტატში,ბეი-სიტიში დასახლდა.იმისათვის,რომ თავისი ფინანსური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა,ცდილობდა რაიმე ახალი იდეის განხორციელებას და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ მსოფლიოში ყველაზე დიდ “ნიაგარას ჩანჩქერზე” დაშვება.აღნიშნული ფაქტი კი იმ დროისათვის ოფიციალურად არასოდეს იყო რეგისტრირებული.ამ მიზეზით მან სპეციალურად დაამზადა ხისაგან და რკინისაგან კასრი,რომლის შიგნითაც ლეიბები ჩაამონტაჟა.ნიაგარაზე დაშვება,რამდენჯერმე გადაიდო,რადგან ვერ მოძებნა ისეთი ადამიანები,რომლებიც მას ხელს შეუწყობდნენ თავისი გეგმის განხორციელებაში (არავის სურდა გამხდარიყო ტეილორის “თვითმკვლელობის” ხელშემწყობი). (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,მანამ,სანამ ტეილორი დაეშვებოდა ხის კასრით ჩანჩქერზე,ორი დღით ადრე გამოსცადეს კატა.ნიაგარაზე დაშვების შემდგომ აღმოჩნდა,რომ კატას პატარა ტრამვაც კი არ ჰქონდა მიღებული.1901 წლის 24 ოქტომბერს,63 წლის ასაკში (თავისივე დაბადების დღეზე),პირველად ისტორიაში,ხის კასრში მყოფი ენი ედსონ ტეილორი,ნიაგარას ჩანჩქერზე დაეშვა.დაშვების შემდეგ მაშველებმა იგი მალევე (17 წუთში) ამოიყვანეს წყლიდან სანაპიროზე.უზარმაზარ ჩანჩქერზე დაშვებისას ენნის,მხოლოდ მცირე ტრამვა ჰქონდა მიღებული თავის არეში.მიუხედავად უდიდესი რისკისა,ტეილორმა ამ მეთოდით დიდი თანხის გამომუშავება ვერ შეძლო და მხოლოდ მცირე თანხა გამოიმუშავა.თუმცა ძალიან პოპულარული და ცნობილი ქალბატონი გახდა.მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო და არა ერთხელ მოხვდა ცნობილი ჟურნალ-გაზეთების პირველ ფურცლებზე.ცნობილია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული დაშვება ნიაგარაზე,გადაღებულ იქნა ფირის სახიტ,თუმცა ამ კადრების მოძიება დღემდე ვერ მოხერხდა.სამაგიეროდ შემორჩა მისი დაშვებისას და ამოყვანისას გადაღებული ფოტოები. (ავტორი გენია.ჯი) “ნიაგარას ჩანჩქერის” პირველი დამძლევი – ენნი ედსონ ტეილორი გარდაიცვალა 1921 წლის 29 აპრილს,ნიუ-იორკში 82 წლის ასაკში.