“ატაკაპას ხალხი” - ინგლისურ ენაზე “Atakapa people”,წარმოადგენს სახელწოდებას ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრები ერთ-ერთი ინდიელი ტომის ხალხისა,რომელთა განსახლების ძირითადი არეალი გახლავთ მდინარე ატჩაფალაიადან (ლუიზიანას შტატი) მდინარე ტრინიტიმდე ტერიტორიები.ჩოკტოს ენაზე “ატაკაპა” ითარგმნება,როგორც “კაციჭამიები”. (ავტორი გენია.ჯი)
1528 წელს ატაკაპას ხალხმა სიკვდილისაგან იხსნა,ცნობილი ესპანელი მკვლევარი – კაბესა დე ვაკა და მისი ექსპედიციის წევრები,მაშინ როდესაც მათმა გემმა განიცადა ავარია და ჩაიძირა.დე ვაკა იმ პერიოდიდან მოყოლებული 1535 წლამდე,ექსპედიციის სხვა წევრებთან ერთად ამავე ხალხთან ცხოვრობდა.სწორედ მისგან გახდა ევროპელებისათვის პირველად ცნობილი ინფორმაცია “ატაკაპას ხალხის” შესახებ.მკვლევარი მათ “კარგი აგებულების” ხალხად მოიხსენიებდა.გარდა ამისა ხაზს უსვამდა მათ შესანიშნავ ნადირობის,თევზაობისა და მიწათმოქმედების თვისებებს.
1703 წელს ატაკაპას ხალხის განსახლების არეალში იმოგზაურა სამმა ფრანგმა მკვლევარმა.1714 წელს კი სხვადასხვა წყაროების მიხედვით “ატაკამას ხალხში” გაერთიანებული გახლდათ 14 ტომის ადამიანები.სწორედ ფრანგი მოგზაურებისაგან ვგებულობთ,რომ ისინი კანიბალები იყვნენ და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი მოჰყავთ.თუმცა მათი კანიბალობის შესახებ არაფერი უცნობებია ესპანელ მკვლევარს – კაბესა დე ვაკას.თავიანთ თავს “ატაკაპას ხალხი” – “იშაკად” მოიხსენიებდა,რაც თარგმანით – “ადამიანს” აღნიშნავს.1760 წელს ფრანგმა გაბრიელ ფიუზელე დე ლია კლორმა,მათი განსახლების არეალის მიწების დიდი ნაწილი შეიძინა.ამას თან დაერთო აპალუსას ტომების მიერ ატაკაპას ხალხის განსახლების აღმოსავლეთ ნაწილის ხელში ჩაგდება,რამაც ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფრანგების გარდა მათი კანიბალიზმის შესახებ ცნობები მოგვაწოდა დიდმა ინგლისელმა მედიკოსმა და ფიზიოლოგმა – უილიამ ბიორდ პაუელმა (1799-1867 წლები).თუმცა ევროპელთა გამოჩენის შემდეგ მათში “კანიბალიზმის” შემთხვევებმა იკლო და საბოლოოდ ეს საშინელი ჩვევა წარსულს ჩაბარდა.თუკი ევროპელთა გამოჩენამდე მათი რაოდენობა რამდენიმე ათას აღწევდა,უკვე XVIII საუკუნეში მათი რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს ითვლიდა.XIX საუკუნის შუა ნახევარში კი მათი დიდი რაოდენობაც სხვადასხვა დაავადებების და შიმშილის მსხვერპლი გახდა.თანამედროვე ამერიკის ტერიტორიაზე დღესაც ცხოვრობს “ატაკაპას ხალხი”,რომელთა დიდმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა სხვა ხალხებთან.ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ქალაქის სახელწოდება ატაკამას ხალხისაგან მომდინარეობს – იშაკი,მერმენტო და სხვა ქალაქები.თანამედროვე სამყაროში “ატაკაპას ხალხის” განსახლების ძირითად არეალს ტეხასისა და ლუიზიანას შტატები შეადგენენ. (ავტორი გენია.ჯი)