ვიქტორ ლუსტინგი – “ეიფელის კოშკის” გამყიდველი ყალთაბანდი
ვიქტორ ლუსტინგი - დაიბადა 1890 წლის 4 იანვარს ჰოსტინში (ბოჰემია,ჩეხეთი).იგი წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თაღლითსა და ყალთაბანდს,რომელმაც მსოფლიოში მას შემდეგ გაითქვა სახელი,რაც ორჯერ გაყიდა პარიზისა და საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო “ეიფელის კოშკი”.წარმომავლობით ლუსტინგი მაღალი ბურჟუაზიული ოჯახიდან გახლდათ და განათლებაც საკმაოდ კარგი მიიღო.როგორც ცნობილია,შესანიშნავად ფლობდა ხუთ სხვადასხვა ენას. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მაღალი წარმომავლობისა,იმთავითვე ჩხუბის მოყვარული და დებოშიორი იყო,რის შედეგადაც 19 წლის ასაკში ერთ-ერთი ჩხუბის დროს,რომელიც გოგონას თაობაზე გაიმართა,დანით მოწინააღმდეგემ სახეზე დიდი ნაიარევი დაუტოვა.სწავლის დასრულების შემდგომ ლუსტინგი,წვრილმანი დანაშაულისათვის ციხეში რამდენჯერმე მოხვდა.1945 წლისათვის კი იგი თაღლითობასა და ყალთაბანდობაში ძლიერ დასპეციალისტდა და პირველი მსოფლიო ომამდე 45 ფსევდონიმი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) თანხებს ათასგვარი საშუალებით შოულობდა.განსაკუთრებით იზიდავდა აზარტული თამაშები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მას საკმაოდ დახვეწილი მანერები,განათლება და სხვა თვისებები უხვად გააჩნდა,რის გამოც “მსხვერპლის” მახეში გაბმა არასოდეს უჭირდა.რამდენჯერმე გაყიდა ფულის საჭრელი აპარატი,რომელსაც არც ერთხელ არ უმუშავია.1920 წლისთვის მიემგზავრება ამერიკაში,სადაც ადგილობრივებს წარუდგა,როგორც გრაფი ვიქტორ ლუსტინგი.ცნობილია ისიც,რომ ლუსტინგი შესანიშნავად ფლობდა ფსიქოლოგიას და არისტოკრატიულ მანერებს,რთაც მალევე დაიმკვიდრა უცხო ქვეყანაში ადგილი.ამ პერიოდში მან კიდევ უფრო დახვეწა თაღლითობის მანერები და მის ყალთაბანდურ მახეში გააბა ისეთი დიდი ამერიკელი განგსტერი,როგორიც გახლდათ ალ კაპონე.1925 წელს კი ყველას გასაოცრად,საფრანგეთში ყოფნისას გაყიდა “ეიფელის კოშკი”.ამისათვის მან გამოიყენა მეთოდი,თითქოს იგი საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და მისი სახით მყიდველს საფრანგეთის სახელმწიფო ესაუბრებოდა.მან მართლაც უნიკალური ოპერაციები ჩაატარა მიზნის მისაღწევათ.ანალოგური ტრიუკი მან მეორედაც შესანიშნავად გამოიყენა და “ეიფელის კოშკი” კვლავ გაყიდა.თუმცა მეორე შემთხვევაში მიხვდა რა მსხვერპლი მის ყალთაბანდობას,პოლიციაში წავიდა და აფიორაც გაიხსნა.ძებნილმა ვიქტორმა თავს ამერიკაში გაქცევით უშველა,სადაც თავის რჩენა და ფულის შოვნა ყალბი კუპიურების დამზადება გასაღებით განაგრძო.მოგვიანებით კი ყალბი ლატარეის გათამაშებაც შეძლო.მხოლოდ ამერიკაში ყოფნის პერიოდში ვიქტორი 50-ჯერ იქნა დაკავებული,თუმცა თავის დახსნას ყოველთვის ახერხებდა.მისი ამერიკაში “მოღვაწეობის” პერიოდში მან ბანკებისა და კერძო პირებისაგან ყალთაბანდური გზით ათი ათასობით დოლარის მოპოვება შეძლო.მრავალი ჩადენილი აფიორის შემდგომ ის დააკავეს და ამერიკაში 20 წლიანი ციხე მიუსაჯეს. (ავტორი გენია.ჯი) სასჯელის მოხდა კი ალკატრასის ცნობილ ციხეში მიესაჯა.1947 წლის 9 მარტს,ვიქტორ ლუსტინგი პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა “ალკატრასის ციხეში”.ისტორიაში კი თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთ-ერთმა უდიდესმა ყალთაბანდმა და თაღლითმა,რომელმაც ორჯერ შეძლო “ეიფელის კოშკის” გაყიდვა.
ვიქტორ ლუსტინგი