რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “ქვის ხიდი”
“ქვის ხიდი” - ნიდერლანდურ ენაზე “De stenen brug”,წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,ფერწერისა და გრავიურის დიდებული ოსტატის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები),მიერ 1638 წელს,დაფაზე ზეთით შესრულებულ ულამაზესი პეიზაჟის მქონე სურათს.მასზე ბრწყინვალედ არის გამოსახული შუქ-ჩრდილები და ღრუბლების ფერთა გამა,რომელიც ერთგვარად გამოსახავს მოსალოდნელ ქარიშხალს.სურათის სიმაღლე 29,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 42,5 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) მასზე გარდა ბუნებრივი სიუჟეტისა,გამოსახულია მდინარეზე გადებული ქვის ხიდი,ნავი და მასზე მყოფი მეთევზეები.გარდა ამისა უკანა პლანზე გამოსახულია თივის ფარდული და ეკლესიის გუმბათი (სურათის მარჯვენა მხარეს).მიუხედავად იმისა,რომ სურათის პეიზაჟი ნიდერლანდულს ჰგავს (განსაკუთრებით ამსტერდამის შემოგარენს),უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება,რომ იმ პერიოდისათვის ნიდერლანდებში ქვისაგან აგებული ხიდები არ არსებობდა.აღნიშნული ფაქტი კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს,მხატვრის დიდებულ წარმოსახვასა და ფანტაზიას. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით რემბრანდტის,შედევრი სურათი “ქვის ხიდი”,დაცულია ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში მდებარე “რეიკსმუზეუმში”,რომელიც თავის მხრივ სახელმწიფო მუზეუმის სტატუსის მატარებელია.