“ჩჰომსონდე”
“ჩჰომსონდე” - წარმოადგენს დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ უძველეს ასტრონომიულ ობსერვატორიას,აღმოსავლეთ აზიაში და უძველეს სამეცნიერო დაწესებულებას მსოფლიოში.იგი აგებულ იქნა VII საუკუნეში,თანამედროვე სამხრეთ კორეის ქალაქ კიონჯუში (ქალაქი რომელიც წარმოადგენდა დედაქალაქს “გაერთიანებული ძალებისა”.ასე ეწოდებოდა კორეის ნახავარკუნძულზე მდებარე კორეულ სახელწიფოს 668-935 წლებში). (ავტორი გენია.ჯი) თავად სიტყვა “ჩჰომსონდე”,კორეული ენიდან ითარგმნება,როგორც “ვარსკვლავებზე დაკვირვების კოშკი”.კორეული ლეგენდების და ისტორიული ჩანაწერების მქონე,ცნობილი კრებულის “სამგუკ იუსას”,მიხედვით “ჩჰომსონდე” აგებულ იქნა დედოფალ – სონდოკის,მმართველობის პერიოდში (632-647 წლები).თავად კოშკი აგებულია 362 ცალი გრანიტის ბლოკით,რაც ერთგვარად,სიმბოლურად გამოსახავს მთვარის კალენდრის 362 დღეს.ერთი ვერსიის თანახმად კი იგი შედგება 365 გრანიტის ბლოკისაგან.კვადრატული და მრგვალი ფორმა მიწისა და ცის სიმბოლოს წარმოადგენს.კოშკის სიმაღლე 9,4 მეტრია ზღვის დონიდან,ხოლო ფუძის ფართი 5,7 მეტრია. (ავტორი გენია.ჯი) არქიტექტურული სტილით,იგი ძალიან ჩამოჰგავს კიონჯუში მდებარე – პუნჰვანსას,იმავე ეპოქაში აგებულ ტაძარს.1962 წლის 20 სექტემბერს “ჩჰომსონდე” შეტანილ იქნა სამხრეთ კორეის ეროვნული საგანძურის ნუსხასი,ნომრით – 31.ამ მიზეზთა გამო “ჩჰომსენდე” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია კორეაში და მას სახელმწიფო იცავს.