ალფრედ ჟილბერი – “პირველი მსოფლიო ომის შესახებ”
პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წლები),მსოფლიოს 30 ქვეყანა მონაწილეობდა.ესოდენ დიდი სამხედრო დაპირისპირება კი კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.საფრანგეთის არმიის ლეიტენანტი - ალფრედ ჟილბერი,თავის დღიურში იმ საშინელებების შესახებ,რასაც ხედავდა და განიცდიდა,წერდა:
“კაცობრიობა ჭკუაზე შეიშალა! გონებაშეშლილი უნდა იყო ადამიანი,რათა გააკეთო ის,რასაც ჩემს თვალწინ ადამიანები აკეთებენ.ეს ნამდვილი სასაკლაოა… აქ არის რეალური სცენები მასიური ხოცვა-ჟლეტის და საშინელებებისა! არ შემიძლია მოვძებნო სიტყვები და გადმოგცეთ ის შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება,რასაც საკუთარი თვალით ვხედავ და რასაც განვიცდი.დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო,რომ თვით ჯოჯოხეთშიც კი არ დატრიალდება ისეთი საშინელებები და შემაძრწუნებელი ფაქტები,როგორიც ჩემს თვალწინ,ყოველ წამს,ყოველ წუთს და ყოველ საათს ტრიალებს.ვგრძნობ,რომ კაცობრიობა ნამდვილად ჭკუაზე შეიშალა! (ავტორი გენია.ჯი)