ქართული ხალხური ფოლკლორი – “…წუთისოფლის სტუმარი ვარ”
წუთისოფლის სტუმარი ვარ,
ხან მატკბობს,ხან მაწვალებსა,
თავის ჭკვაზე მიდი-მოდის,
ანგარიშს არ მაბარებსა.
წამის წინ ცრემლს მაფრქევინებს,
წამის უკან მახარებსა,
ხან გულსში ვარდს ჩამოთესავს,
ხან საწამლავ-სამსალებსა.
კარგა ვიცნობ, _ მუხთალია,
თავს რატომღა მაყვარებსა…