ფრანსისკო პაჩეკო დელ რიო
ფრანსისკო პაჩეკო დელ რიო - დაიბადა 1564 წლის 3 ნოემბერს,ესპანეთის ქალაქ სანკულარ-დე-ბარამედაში,ხუან პერესისა და ლეონორ დელ რიოს ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ესპანელ მხატვარს,პოეტს,ხელოვნების თეორიტიკოსსა და მასწავლებელს,ისეთი გენიალური ესპანელი მხატვრებისა,როგორებიც გახლდნენ – დიეგო ველასკესი და ალონსო კანო.გარდა ამისა,ფრანსისკომ უდიდესი წვლილი დაიდო XVII საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში.მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა,რის შემდეგადაც მიემგზავრება ბიძასთან სევილიაში.სწორედ ბიძის დამსახურებით გახდა იგი,ცნობილი ესპანელი მხატვრის – ლუის ფერნანდესის,მოსწავლე.ამავე ქალაქში დაქორწინდა დე მირანდას ცნობილი გვარის წარმომადგენელ ქალიშვილზე. (ავტორი გენია.ჯი) მათ ერთად თანაცხოვრებაში შეეძინათ გოგონა.1611 წელს მიემგზავრება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და შემდგომ ტოლედოში,სადაც გაიცნო უდიდესი ესპანელი მხატვარი ელ გრეკო.ამ ნაცნობობამ,ფრანსისკოს მისცა საშუალება კარგად შეესწავლა ელ გრეკოს სახვითი ხელოვნება.მოგვიანებით იგი ბრუნდება სევილიაში,სადაც აარსებს სამხატვრო სკოლას,სახელწოდებით “Academia Sevillana”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფრანსისკო გახლდათ ერთ-ერთი “ცენზორი” სევილიაში,იმ პერიოდის ესპანური “წმინდა ინკვიზიციისა”.ცნობილია ისიც,რომ იგი მორწმუნე იყო,რასაც თავის ნამუშევრებში არაერთხელ გამოსახავდა.რელიგიური თემის ირგვლივ,დღემდე ცნობილია,მისი დიდებული ნამუშევრები “საშინელი სამსჯავრო” და “გრანადას წამებულები”.1611 წელს,ფრანსისკოსთან სწავლას იწყებს გენიალური დიეგო ველასკესი.ფაქტიურად ველასკესმა ფრანსისკოთან 6 წლის მანძილზე შეისწავლა სახვითი ხელოვნება. (ავტორი გენია.ჯი) 1618 წელს კი ველასკესი ქორწინდება ფრანსისკოს ქალიშვილზე – ხუანაზე.ველასკესის ადრეულ ნამუშევრებში,აშკარად იკვეთება გავლენა დელ რიოს შემოქმედებისა.1623-1625 წლებში,ფრანსისკო მადრიდში,ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სასახლის კარის მხატვრად მუშაობდა.მოგვიანებით ბრუნდება სევილიაში და ამ პერიოდს ემთხვევა,მისი წიგნის დაწერა,სახვითი ხელოვნების თეორიის შესახებ.აღნიშნული წიგნი კი 1649 წელს,მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნდება და მისი სახელწოდება გახლდათ “სახვითი ხელოვნება”.აღნიშნული წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო თეორიული ნაშრომია მხატვრისა.მას იმ პერიოდისათვის,ხელოვანებმა “სევილიელი ვაზარი” უწოდეს.იგი გახლდათ ერთ-ერთი იმ მხატვართაგანი,რომელმაც ჩამოაყალიბა ესპანეთში “ნატურალისტური სკოლა” სახვით ხელოვნებაში.ფრანსისკო პაჩეკო დელ რიო გარდაიცვალა 1644 წლის 27 ნოემბერს სევილიაში,სადაც დაკრძალეს კიდეც.
ფრანსისკო პაჩეკო დელ რიოს შემოქმედება