ადოლფ ჰიტლერი “მონარქიის” შესახებ…
გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე - პაულ ფონ ჰინდერბურგი (1847-1934 წლები),რომელიც გერმანიის მეორე რაიხსპრეზიდენტის პოსტს იკავებდა 1924-1934 წლებში,ადოლფ ჰიტლერს დიდ პრობლემებს უქმნიდა.ცნობილია,რომ ჰინდერბურგი თავისი დინჯი მოქმედებებით,დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ჰინდერბურგის დაკრძალვის დღეს,ჰიტლერი ცივი და ფორმალურად გამოსათხოვარი სიტყვით გამოვიდა.ყველას მოეხსენება,რომ ჰიტლერი ერთობ მოუთმენელი პიროვნება გახლდათ.იგი ჰინდერბურგის სიცოცხლეში,ხშირად მიმართავდა ეშმაკობას,ხრიკებსა და ინტრიგებს იმისათვის,რომ ჰინდერბურგი საკუთარი არგუმენტების მართებულობაში დაერწმუნებინა.ჰიტლერის ერთ-ერთი “გენიალური” მიგნება ის იყო,რომ ყოველ დილით ჰიდერბურგს პრესის მიმოხილვას უკითხავდა ფუნკი,მაშინ ჯერ კიდევ ჰებელსის სახელმწიფო მდივანი.ფუნკს ეხერხებოდა ჰინდერბურგისთვის უარყოფითი ინფორმაციის იმ სახით მიწოდება,რომ რაიხსპრეზიდენტი არ გაღიზიანებულიყო.ჰინდერბურგი და მისი მრავალრიცხოვანი პოლიტიკური თანამოაზრე მოელოდნენ,რომ ახალი რეჟიმი მონარქიას აღადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ჰიტლერს კი ამაზე სერიოზულად არასოდეს უფიქრია და ამ საკითხის ირგვლივ ხშირად იმეორებდა: