“პილატეს სახლი”
“პილატეს სახლი” - ესპანურ ენაზე “Casa de Pilatos”,წარმოადგენს დიდებულ სასახლეს და ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობას ესპანური ქალაქის სევილიისა.აღნიშნული სახელწოდება სასახლეს ეწოდა იმის გამო,რომ გადმოცემის თანახმად,იგი გახლავთ ზუსტი ასლი,იუდეაში რომის პრეფექტისა და იესოს ჯვარცმის ბრძანების გამცემის პილატე პონტიელის სასახლისა.სასახლის მშენებლობა დაიწყო მე-XV საუკუნის დასაწყისში – პედრო ენრიკეს დე კინონესისა და მისი მეუღლის კატალინა დე რიბერის ბრძანების საფუძველზე,რომლებიც თავის მხრივ ფუძემდებლები გახლდნენ ანდალუსიელი ენრიკესების გვარისა.სასახლის მშენებლობა დასრულებულ იქნა მათი ვაჟის ფადრიკე ენრიკეს დე რიბერას მიერ 1519 წელს.ოჯახური ლეგენდის მიხედვით,იერუსალიმში მდებარე პილატე პონტიელის სასახლესა და გოლგოთას (სადაც ეწამა უფალი ჩვენი იესო ქრისტე) შორის მანძილი ისეთივეა,როგორიც ამ სასახლესა და ქალაქის სამლოცველოს (ტაძარი) შორის მანძილი. (ავტორი გენია.ჯი) ერთი ვერსიის თანახმად,სახელი (პილატეს სახლი) ნაგებობას ეწოდა,მას შემდეგ,რაც რომის პაპმა პიუს VI-მ (1717-1799 წლები),სასახლის მფლობელ დიდებულებს სხვადასხვა რელიქვიებთან ერთად გადასცა ის ბოძი,სადაც მიმდინარეობდა იესო ქრისტეს გამათრახება და წამება.მეორე ვერსიის თანახმად კი,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,იგი უნდა იყოს ზუსტი ასლი პილატე პონტიელის იერუსალიმის სასახლისა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ 1520-იან წლებში (ვნების კვირებში),სწორედ ამ სასახლიდან იღებდა სათავეს “ჯვაროსნული ლაშქრობები” და “პილატეს სახლი” ერთგვარად სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა.სასახლე მდიდარია რომაული ღვთაებების და ანტიკური ხანის ქანდაკებებით.სასახლის შუაგულში აგებულია ესპანური რენესასნსის სტილში,მარმარილოს შადრევანი.გარდა ამისა მასში დაცულია შედევრები ისეთი გენიალური შემოქმედებისა,როგორებიც იყვნენ – ფრანცისკო გოია,ლუკა ჯორდანო და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) სასახლის ფასადი მავრიტანული სასახლის სტილშია ნაგები.გარდა ამისა სასხლეს გააჩნია დიდებული ბიბლიოთეკა,სადაც დაცულია უნიკალური წიგნები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სხვადასხვა ეპოქებში წარმოადგენდა ინტელექტუალთა თავშეყრის საყვარელ ადგილს და მას სტუმრობდნენ ისეთი გენიალური პიროვნებები,როგორებიც გახლდნენ – მიგელ დე სევანტესი,ფრანსისკო პაჩერო,კარლოს მანუელ სესპედესი და სხვები.დღესდღეობით სასახლე მედინასელის ჰერცოგის საკუთრებაშია და იგი დ’ალკარას ჰერცოგთა საკუთრებიდან მოგვიანებით მათ მფლობელობაში გადავიდა.ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ სასახლის შიდა ტერიტორიაზე არაერთი გერბია გამოსახული დ’ალკარას ჰერცოგთა საგვარეულოსი.მიუხედავა ყოველივესი,სევილიელთათვის და ზოგადად საზოგადოებისათვის სასახლე დღემდე ინარჩუნებს სახელს – “პილატეს სახლი”.