“მზის ეტლი”

“მზის ეტლი” - ინგლისურ ენაზე “Trundholm sun chariot”,წარმოადგენს მინიატურულ სკულპტურულ გამოსახულებას “ბრინჯაოს ხანის” ეპოქისა.იგი აღმოჩენილ იქნა 1902 წელს,ერთ-ერთი გლეხის მიერ ტრუნდჰოლმის ჭაობში (ბალტიის ზღვაში მდებარე გრენლანდიის შემდეგ ყველაზე დიდი კუნძულის ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე). (ავტორი გენია.ჯი)აღმოჩენის დღიდან აღნიშნული უნიკალური არტეფაქტი,ერთ-ერთ უძვირფასეს მარგალიტად იქცა,კოპენჰაგენში მდებარე დანიის ეროვნული მუზეუმისათვის.”მზის ეტლი” – წარმოადგენს ერთ ჯგუფად გამოყვანილ ოთხბორბლიან ორთვალას,რომელშიც გამბულია ბრინჯაოს ცხენი და რომელზეც განთავსებულია 25 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ბრინჯაოს მზის დისკო,რომლის მხოლოდ მარჯვენა მხარეა მოოქროვილი.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,მზის მხოლოდ ერთი მხარის მოოქროვილი სახით წარმოჩენა,ადამიანთა იმ დროინდელ წარმოსახვას ასახავს,რომლის თანახმადაც მათ მზის ის ნაწილი ასახეს ოქროსფრად,რომელიც დედამიწას ანათებდა.”მზის ეტლი” ტრუნდჰოლმიდან თარიღდება ძვ.წ.აღ-ით XVIII-XVII საუკუნეებით.ფაქტიურად იგი განეკუთვნება იმ ეპოქას,როდესაც დამზადებულ იქნა,ყველასათვის ცნობილი ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს ფირფიტა,ოქროს აპელაციებით,სახელწოდებით “ნებრის ცის დისკო”.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ისეთივე ანლოგიური ბორბლები როგორც “მზის ეტლზეა” დამონტაჟებული,ევროპაში რკინის ხანაში გამოჩნდა.კერძოდ,არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა ძვ.წ.აღ-ით მე-VI საუკუნით დათარიღებული “ბორბალი მონტელეონედან”. (ავტორი გენია.ჯი) ინდოევროპელი ხალხის მითოლოგიებში,იმ პერიოდებისათვის მზის სიმბოლო ერთგვარად გამოსახავდა სხვადასხვა ხალხებში ღვთებას და შესაბამისად მას სხვადასხვა ფორმებითაც გამოსახავდა.