ჯოზეფ რაიტი – “მირავანი”
“მირავანი” - სრული სახელწოდება გახლავთ “მირავანი ხსნის აკლდამას საკუთარი წინაპრებისა” – ინგლისურ ენაზე “Miravan Breaking Open the Tomb of his Ancestors in Sesarch of Wealth”,წარმოადგენს დიდებულ ნამუშევარს,გენიალური ინგლისელი მხატვრის - ჯოზეფ რაიტისა (1734-1797 წლები).ტილოს ხატვას მხატვარი მორჩა 1772 წელს და იგი შესრულებულ იქნა ზეთის საღებავით.სურათის სიმაღლე 127 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 101,6 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე აღბეწერილი ისტორია,მხატვარმა აიღო ცნობილი ბრიტანელი მწერლისა და პოეტის – ჯონ ჰილბერტ კუპერის ერთ-ერთი ნაწარმოების “Letters Concengring Taste”-ს მიხედვით.მასზე ასახულია სიუჟეტი,რომელიც მოგვითხრობს ერთი არაბი დიდებულის საქციელს (მოქმედებას),რა დროსაც იგი ხსნის საკუთარი წინაპრების აკლდამას.აღნიშნული არაბი დიდებული გახლავთ – მირავანი,რომელიც ერთ დღეს ესტუმრა საკუთარი წინაპრების აკლდამებს,რა დროსაც ერთ-ერთ აკლდამაზე აღმოაჩინა წარწერა იმის შესახებ,რომ ამ აკლდამაში ინახებოდა ისეთი განძი,რომელსაც თვით ლიდიის უკანასკნელი მეფე კრეზიც კი არ ფლობდა. (ავტორი გენია.ჯი) მირავანმა,იმთავითვე უდიდესი სულმოკლეობა გამოიჩინა და თავის მსახურებთან ერთად,საკუთარი წინაპრების აკლდამის გახსნა (მტვრევა) დაიწყო.როდესაც საბოლოოდ იქნა აკლდამა დამსხვრეული,შიგ გარდაცვლილთა ნეშტის და მტვრის გარდა არაფერი აღმოჩნდა.როგორც კუპერის ნაწარმოებიდან ირკვევა,მირავანმა განძის (ოქროს) დიდი სიყვარულის გამო,რომელმაც საკუთარი წინაპრების აკლდამა გაახსნევინა და ამით შეურაცყო გარდაცვლილთა სულები,საბოლოოდ კარგავს მოსვენებას და იგი მას მისი ცხოვრების მანძილზე,ვერც ვერასოდეს ჰპოვებს.