“კოკენჰოფის ყვავილთა ბაღი”

“კოკენჰოფის ყვავილთა ბაღი” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ევროპის ბაღი” (Garden of Europe),წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ულამაზეს ბაღნარს (ყვავილთა ბაღს) ნიდერლანდებში.იგი მდებარეობს ნიდერლანდების დედაქალაქის ამსტერდამისა და ჰააგას შორის მოქცეულ სანაპიროზე,ქალაქ ლისეში.”კოკენჰოფის ყვავილთა ბაღი” – გაშენებულია 32 ჰექტარ მიწაზე და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ყვავილთა ბაღს წარმოადგენს ნიდერლანდებში,თავისი ულამაზესი ტიტების მინდვრებით.პარკში დარგულია 100 სახეობის 4,5 მილიონი ტიტა.აღნიშნული ბაღნარი დამთვალიერებლებისათვის,გახსნილია ყოველი წლის 20 მარტიდან 20 მაისის ჩათვლით და იგი აბსოლუტური ლიდერია ყვავილოვანი მცენარეების ლანდშაფტისთ მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი) აპრილის დასასრულს “კოკენჰოფის ყვავილთა ბაღში”,იმართება ყვავილთა ფესტივალი,სახელწოდებით “Bloemencorso Bollenstreek”,სადაც წარმოდგენილია უამრავი ყვავილოვანი კომპოზიცია.იგი დაარსებულ იქნა 1840 წელს,იმ ცნობილი ლანდშაფტური არქიტექტორების მიერ,რომლებმაც თავის მხრივ ასევე მანამდე შექმნეს და დააპროექტეს,ასევე სახელგანთქმული “ვონდელპარკი” ამსტერდამში. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ყვავილთა გამოფენა “კოკენჰოფის ყვავილთა ბაღში” გაიმართა 1840 წელს,ქალაქ ლისეს მერის – ლამბოას ინიციატივით.დღესდღეობით ამ ულამაზეს პარკს,წელიწადში,საშუალოდ 800 000 ადამიანი სტუმრობს,მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან და უდიდეს ეთეტიურ სიამოვნებას განიცდის მისი ხილვისას.