მორის ფოცხიშვილი – “წინასწარმეტყველება”

nullვიცი,ვინც ბევრს ლაპარაკობს,

ლაპარაკით დაისჯება,

ვინც თავს იქნევს ყველაფერზე,

თავის ქნევით დაისჯება.

***

ვინც ხეს ჭრიდა,მოჭრილი ხის

ტკივილებით დაისჯება,

წყალს ამღვრევდა,სულ ერთია,

ის უწყლობით დაისჯება.

***

ვინც ღმერთს სცოდავს,ცრუ საწუთროს

უღმერთობით დაისჯება,

ვინც კვლავ უსამართლოდ დამსჯის,

უსამართლოდ დაისჯება.

***

ალბათ ჯერაც არვინ უწყის,

რასაც ვამბობ,რა მიჯდება, -

ვინც მე ახლა გიჟად ჩამთვლის,

ჩქარა თვითონ გაგიჟდება.