რამბუტანი
რამბუტანი - ინგლისურ ენაზე “Rambutan”,წარმოადგენს საპინდუსისებრნთა ოჯახის,ტროპიკულ ხილისებრთა მცენარეს (ხე),რომელიც ძირითადად ბუნებრივ პირობებში გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიებზე.კულტივირება კი “რამბუტანის” ხისა,თითქმის მთელი მსოფლიოს რეგიონებშია გავრცელებული.სახელწოდება,მისივე ნაყოფის ფორმების გამოისობით,ინდონეზიური ენიდან “rambu”-საგან ითარგმნება,როგორც “თმები”.მისი სიმაღლე 25 მეტრამდეა და წარმოადგენს მარადმწვანე მცენარეთა რიგს,რომელსაც ოვალური ფორმის მქონე ფოთლები გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი) ნაყოფი კი საკმაოდ მცირე ზომის აქვს და მისი ზომები: 3 სანტიმეტრიდან – 6 სანტიმეტრამდეა.სეზონების ცვალებადობასთან ერთად ფოთლების ფერი მწვანე ფერიდან,გადადის მოყვითალო-ნარინჯისფერ ფერებში.ნაყოფი დაფარულია მკვრივი,თუმცა ადვილად მოშორებადი ეკლოვანი,მუქი წითელი ან ყავისფერი ფერის გარსით.ნაყოფი ძალიან არომატული და ტკბილია.შესაბამისად მის ნაყოფს იყენებენ (ძირითადად უმად) საკვებად და ხშირად აკონსერვებენ კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) “რამბუტანის” ნაყოფი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის,რადგან იგი შეიცავს ვიტამინ C-ს,რკინას,ფოსფორს,კალციუმს,ცილებსა და სხვა ნივთიერებებს.ფოთლებს ადგილობრივები მედიცინაში იყენებენ,ხოლო ნაყოფის თესლისაგან ამზადებენ ზეთს,რომელსაც საპნისა და სანთლის დასამზადებლად იყენებენ.”რამბუტანი” ულამაზესი,ეგზოტიკური და საკმაოდ სასარგებლო მცენარეა,რის გამოც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მისი კულტივირება ხდება.