გრიმპოთეუტისი – “Grimpoteuthis”
გრიმპოთეუტისი - ლათინურ ენაზე “Grimpoteuthis”,წარმოადგენს ღრმა წყლის მოყვარულ,თავფეხიანებრთა კლასის რვაფეხათა სახეობას.ისინი ძირითადად მსოფლიო ოკეანეების სიღრმეებში ბინადრობენ და მათი რამდენიმე სახეობა დაფიქსირებულ იქნა 7 000 მეტრს სიღრმეზეც კი.თუმცა აღსანიშნავია,რომ მათი ბინადრობის ძირითადი არეალი მოიცავს 100 მეტრი სიღრმიდან – 5000 მეტრ სიღრმის წყლებს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “გრიმპოთეუტისების” სხეულის ზომები სხვა რვაფეხებთან შედარებით,ძალიან მოკრძალებულია და სხეულის სიგრძე,ზრდასრულ ასაკში 20 სანტიმეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდი სახეობა “გრიმპოთეუტისა”,რაც კი ოდესმე იქნა აღმოჩენილი გახლდათ 180 სანტიმეტრი სიგრძის ეგზემპლარი,რომელიც 6 კილოგრამს იწონიდა.თავდაპირველად მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია 1932 წელს,დიდმა ინგლისელმა ზოოლოგმა და მოლუსკების სპეციალისტმა – - რობინსონმა (1888-1945 წლები) მოგვაწოდა.სულ ბუნებაში “გრიმპოთეუტისის” რიგის 14 სახეობაა გავრცელებული და ისინი მსოფლიოს ყველა ოკეანეებში არიან გავრცელებული.