ჯონ უილიამ სტერლინგი – “ეპიზოდი”
ჯონ უილიამ სტერლინგი (1844-1918 წლები),წარმოადგენდა ცნობილ ამერიკელ კორპორატიულ იურისტსა და უდიდეს ქველმოქმედს,მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იელის უნივერსიტეტისათვის.სტერლინგმა იელის უნივერსიტეტი 1864 წელს,ბაკალავრის ხარისხით დაასრულა და აქვე ხდება იელის უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული,ერთ-ერთი უძველესი საიდუმლო ორგანიზაციის “თავის ქალისა და ძვლების ორდენის” წევრი. (ავტორი გენია.ჯი) ჯონ უილიამ სტერლინგი,რომელიც გარდაიცვალა 1918 წლის 5 ივლისს,საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობებისა და უძრავ-მოძრავი ქონების პატრონი იყო.მისი ანდერძის თანახმად,ჯონის გარდაცვალების შემდგომ უნდა გაყიდულიყო ყველა მისი უძრავი ქონება და გადასცემოდა იელის უნივერსიტეტს.მისი ანდერძი აღსრულებულ იქნა და სტერლინგის უძრავი ქონებიდან შემოსული თანხა 18 მილიონი ამერიკული დოლარი (დღევანდელი კურსით 200 მილიონი დოლარი),გადაეცა იელის უნივერსიტეტს.ამ თანხით აგებულ იქნა რამდენიმე შენობა-ნაგებობა იელის უნივერსიტეტისათვის,მათ შორის ბიბლიოთეკა,რომელსაც “სტერლინგის მემორიალური ბიბლიოთეკა” ეწოდა.აღნიშნული ბიბლიოთეკა აგებულ იქნა გოთიკურ სტილში და საბოლოო სახე 1931 წელს მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) იგი 8 სართულიანი სიმაღლისაა და მასში 4 მილიონი წიგნია დაცული.დღევანდელ დღემდე ჯონ უილიამ სტერლინგი მიჩნეულია ყველაზე დიდი თანხების გამღებ ქველმოქმედად იელის უნივერსიტეტისათვის და მის სახელს დღემდე დიდ პატივს მიაგებენ ამერიკაში.